x
image
alex999
16 წლის შვედი გოგონა, რომელიც "ისის" ტყვეობაში იმყოფებოდა...
ისლამური სახელმწიფო(ისილ) -არის ტერორისტული ორგანიზაცია.

დღესდღეობით მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას

წარმოადგენს. "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა 2014 წელს

გოგონას შეყვარებულთან ერთად საცხოვრებელი ბინა მისცეს, სადაც არც დენი


იყო და არც ბუნებრივი აირი.


image


2016 წლის 17 თებერვალს ქურთთა სპეც-ოპერაციების რაზმმა მოახერხა

შვედი გოგონას გადარჩენა. რომელიც ჯერ მხოლოდ 16 წლისაა.

გოგონამ ქურდისტანის ტელევიზიაზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მან აღნიშნა რთული მომენტები, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს ტყვეობაში

ყოფნისას განიცადა.


" 2014 წლის ზაფხულში შეყვარებულთან ერთად გადავწყვიტე საცოვრებელი

ადგილის შეცვლა. მოგვიწია ისეთ ტერიტორიაზე ცხოვრება, სადაც თურმე

ეს ტერორისტული ორგანიზაცია ბატონობდა. თავდაპირველად მაინც არ

გვიჭირდა მანდ ცხოვრება, მაგრამ როდესაც ჩემმა მეწყვილემ დაიწყო

ვიდეორგოლების დათვალიერება, სადაც საუბარი იყო ისლამური სახელმწიფოს

შესახებ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. რამოდენიმე კვირის შემდეგ,

მან მთხოვა ისილში წასვლა, მეც დავთანხმდი, მაგრამ არც კი ვიცოდი, თუ რას

ნიშნავდა ისლამური სახელმწიფო. პირველად ჩავედით თურქეთის ქალაქ გაზიანთებში,

შემდეგ გადავედით სირიაში, სადაც შეიარაღებული პირები დაგხვდნენ, ჩაგვსვეს

ავტობუსში, სადაც სხვა ქალები და კაცებიც იჯდნენ, გავემგზავრეთ...

ჩავედით ერაყის ქალაქ მოსულში... მოგვცეს საცხოვრებელი ბინა, მაგრამ

არც ბუნებრივი აირი გვქონდა, არც დენი, საერთოდ არაფერი...

ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, არც ფული გვქონდა და არც მობილური...

ისევ სახლში მინდოდა, როდესაც ტელეფონი ჩავიგდე ხელში, წამსვე დედას

დავურეკე და შველა ვთხოვე, ძალიან მენატრებოდა შვედეთი, სადაც ყველაფერი

მქონდა და არაფერი მაკლდა."



სატელევიზიო გადაცემაში გოგონამ ცრემლები ვერ შეიკავა, მან სახალხოდ

ბოდიში მოუხადა დედას, მამას, დას და მთელ მის სანათესაოს, რომლებმაც

გოგონას დაბრუნებისთვის ძალიან ბევრი წვლილი შეიტანეს.


ამ წუთისთვის გოგონა ქურთების ხელში იმყოფება, როგორც ცნობილია

უახლოეს მომავალში გადაეცემა შვედეთის საელჩოს, საიდანაც იგი

სამშობლოში დაბრუნდება.


















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

3
1474
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1474
  
2016, 24 თებერვალი, 18:35
ჩერჩეტი,
2016, 24 თებერვალი, 17:01
რავიცი აბა..ეტყობა შვედეთს ერჩივნათ :D გაზიარებისთვის მადლობა
2016, 24 თებერვალი, 16:58
საინტერესოა, რატომ წავიდნენ ისლამურ სახელმწიფოში? რამ უნდა აიძულოს ადამიანი იქ წავიდეს... გავაზიარე.
0 1 3