სხვა მხიარული თავსატეხი.გამოსცადეთ გონება 2016, 24 თებერვალი, 11:50 1)გვაქვს ნავი და თითო ცხვარი, მგელი და თივა.ნავი მხოლოდ ორ ადგილიანია, ანუ მხოლოდ ერთერთი მათგანის წაყვანის უფლება გვაქვს მეორე ჩვენ ვართ.მარტო დარჩენის შემთხვევაში მგელი ცხვარს ჩამს, ცხვარი თივას.როგორ უნდა გადავზიდოთ ეს ტვირთი მთლიანად (მგელი, ცხვარი, თივა), რომ ყველა მათგანი საღი დარჩეს?
2)სამ ძმას ოცდაათი დედალი ცხვარი ყავს.ათი ცხვარს თითო-თითო ბატკნიანი ახლავს, მეორე ათ ცხვარს ორ-ორი ხოლო მესამე ათ ცხვარს სამ-სამი.ძმებს კამათი მოუვიდათ და გაიყარნენ მაგრამ შეთანხმდნენ ისე, რომ ცხვრებიც და ბატკნებიც თანაბრად გაენაწილებინათ, ამასთან ყველა ბატკანი თავის დედასთან უნდა დარჩენილიყო.როგორ შეძლებენ ძმები ასე განაწილებას? 3)ერთ სახელმწიფოში განძის დასაცავად დარაჯი დააყენა.ერთხელაც დარაჯმა სიზმარში ნახა, რომ მეფე გემით მიდიოდა, ეს გემი ჩაიძირა და მეფეც დაიღუპა.დარაჯი იმ წამს მეფესთან მივიდა და ეს ყველაფერი მოუყვა.მეფემ რა თქმა უნდა არ დაიჯერა, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით გემზე არ ასულა და რამდენიმე დღეში მართლაც ამ გემის ჩაძირვის ამბავი მოუვიდა.ამის გაგონებაზე დარაჯი დაიბარა, უხვად დააჯილდოვა და შემდეგ თავი მოჰკვეთა.რატომ მოიქცა მეფე ასე? 4)რობინსონს არ ახსოვდა თავისი ასაკი, თუმცა გაიხსენა რომ მისი ძმა მასზე 4 წლით უფროსია, და კი მის ძმაზე 4 წლით უფროსი.დედამ რობინსონი 20 წლის ასაკში გააჩინა, ხოლო ოთხივეს საშუალო ასაკი არის 39.რამდენი წლის არის რობინსონი? 5)ერთ ქალაქში მხოლოდ ორი პროფესიის ადამიანები ცხოვრობდნენ : ვაჭრები და ხელოსნები.ვაჭრები ყოველთვის იტყუებიან, ხელოსნები კი ყოველთვის სიმართლეს იძახიან.ერთხელაც ქალაქის ყველა მოსახლე ცენტრში შეიკრიბა.შეკრებილთაგან ყოველმა კაცმა დანარჩენებს უთხრა თქვენ "ყველანი ვაჭრები ხართ" . რამდენი ხელოსანი იყო ქალაქში? 408 9-ს მოსწონს
|