პროფილაქტიკა 5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ! 2016, 25 თებერვალი, 9:41 ის, თუ რას მივირთმევთ, ცხადია, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე. ისეთ ეპოქაში, როდესაც ტოტალურად ხდებოდა ნატურალური საკვების ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ნახევრფაბრიკატებით, დიდი რაოდენობით სპეციფიკური ინგრედიენტების შემცველი პროდუქტი გაჩნდა, რომელსაც გამოუსწორებული ზიანის მიყენება შეუძლია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. თუ ამ პროდუქტებს თქვენი რაციონიდან გამორიცხავთ, ამით არა მხოლოდ ზედმეტ კილოგრამებს მოიკლებთ, არამედ გაიუმჯობესებთ ორგანიზმის მდგომარეობასა და გარეგნობას. რომელ საკვებზე უნდა ვთქვათ უარი უფრო ახალგაზრდულად რომ გამოვიყურებოდეთ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: ჰიდროგენიზირებული ზეთები და ტრანსცხიმები
ტრანსცხიმები პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან და გულის დაავადებებთან. მიუხედავად ამისა ადამიანები აგრძელებენ ისეთი პროდუქტების არჩევას, რომელსაც ისინი მიეჩვივნენ, რადგან ძველი ჩვევებისგან გათავისუფლება ძალიან რთულია; ამასთან, ზემოთ ხსენებული პროდუქტების დაბალი ფასიც თავის როლს თამაშობს. ტულეინის უნივერსიტეტის მედიცინის დოცენტმა ტიმოტი ჰარლენმა განაცხადა, რომ ტრანსცხიმები ორგანიზმში ანთებით პროცესებს იწვევს და ასევე ახსნა, რომ სიბერე – ეს ქრონიკული ანთებითი მდგომარეობაა. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებენ ტრანსცხიმებით გაჯერებულ პროდუქტებს, სხვებთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან. გლუკოზას და ფრუქტოზას სიროფი
ექიმმა ჯორჯ ბრეიმ, რომელიც სიმსუქნესთან დაკავშირებულ პრობლემებს სწავლობს, განაცხადა რომ გლუკოზასა და ფრუქტოზას შემცველი სიროფების ჭარბი მიღება, განსაკუთრებით არაალკოჰოლური სასმელების სახით, იწვევს სიმსუქნეს. მაგალითად, ნახევარი ლიტრა პეფსი უტოლდება 17 ჩ.კ. შაქრის ფხვნილს. ექიმი მარკ ჰეიმანი, კლივლენდის ფუნქციონალური მედიცინის კლინიკიდან, ამტკიცებს, რომ სიროფის ყოველდღიური მიღება "სწრაფ სიბერეს" იწვევს. ასე რომ, თუ ტკბილის გარეშე ცხოვრება უფერულად გეჩვენებათ, უმჯობესია მაღაზიაში ნაყიდი კექსები და ნამცხვრები შავი შოკოლადით ჩაანაცვლოთ ან ვაშლით, შაქრის ნაცვლად კი თაფლი გამოიყენეთ. რაფინირებული მარილი ტყუილად არ ეძახიან ხალხში მარილს თეთრ სიკვდილს – ის ორგანიზმში წყალს აკავებს და მაღალი არტერიული წნევის მიზეზად მიიჩნევა, რომელიც იწვევს თირკმელებისა და გულის დაავადებებს. "მარილის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში იწვევს შეშუპებას, "– აცხადებს დოქტორი ჯილიან მაქქეითი თავის წიგნში "თქვენ ხართ ის, რასაც მიირთმევთ." კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტონიით და დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა დღეში 1 ჩ.კ. –ზე მეტი მარილი არ უნდა მიიღონ. ხოლო მეცნიერები ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯიდან იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მარილის ჭარბი რაოდენობით გამოყენება ნაადრევ სიბერეს იწვევს. საჭმელი მარილის გარეშე შესაძლოა ასევე გემრიელი იყოს. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვადასხვა პროდუქტით: მაგალითად, გარნირს დაუმატეთ მწვანილი, ხორცს მოასხით ლიმონის წვენი – უფრო ჯანსაღი და სასარგებლოა. გადამუშავებული ხორცი ისეთი ხორცპროდუქტები, როგორიცაა ძეხვი, ლორი, ბეკონი და ა.შ. შეიცავს ბევრ კონსერვანტს, რომელიც იწვევს კანის გაღიზიანებას და ორგანიზმის სხვადასხვა ანთებით რეაქციებს. ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება აქვეითებს ორგანიზმის უნარს გამოიმუშავოს კოლაგენი – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც შემაერთებელ ქსოვილს სიმტკიცისა და სიმყარეს ანიჭებს. ამ მიზეზით კანი ბერდება, იღებს არაჯანსაღ სახეს, რადგან კოლაგენი კანის ახალგაზრდობასა და სიმკვრივეზეა პასუხისმგებელი. წითელი ხორცის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს გულის დაავადებებს, რადგანაც ხორცში ცხიმების შემცველობა მაღალია, რომელიც ცხიმოვან ქსოვილებში ილექება და არტერიების შევიწროვებას იწვევს. დოქტორმა ენი პენმა, წამყვანმა ავტორმა ექსპერიმენტისა, რომელიც ეხებოდა წითელი ხორცის მოხმარების კავშირს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ჰარვარდის საზოგადო ჯანდაცვის სკოლაში ჩატარდა. მასში ხაზგასმით არის აღნიშნული ამ პროდუქტის უკუჩვენება ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი გულზე. ამგვარად, უმჯობესია შეზღუდოთ ხორცპროდუქტები რაციონში ან ჩაანაცვლოთ თევზით. ამასთან, თუ უმი ბოსტნეულით გაამდიდრებთ თქვენს ყოველდღიურ მენიუს, ეს თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ. ალკოჰოლი
და ბოლოს, გამოვყოფთ ძირითად რეკომენდაციებს: გულდასმით შეარჩიეთ პროდუქტები, წაიკითხეთ ეტიკეტები, შეეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ ზემოთ მოცემული პროდუქტები და ინგრედიენტები, უფრო ხშირად მიირთვით ხილი და ბოსტნეული შიმშილის გრძნობის დასათრგუნად.
5094 15-ს მოსწონს
|