მაკიაჟი და ვარცხნილობა პომადის ფერი და ხასიათი 2012, 30 მაისი, 22:54 თურმე პომადის ფერს შეუძლია დაახასითოს მანდილოსანი, რომელსაც ის ისვამს, ხაზი გაუსვას მათ ხასიათს.
ვარდისფერი პომადა ქალბატონის რომანტიკული ხასიათის მანიშნებელია. ვისაც ვარდისფერი ღიმილი ამშვენებს, უყვარს კომფორტი და ოჯახური მყუდროება. იისფერი პომადა- უყვართ მოდის მიმდევრებს. ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, თავისუფლების სიყვარულითა და ექსტრავაგანტულობით. მკვეთრი წითელი ფერის პომადა უყვართ ძლიერ, გაბედულ, მტკიცე ხასიათის და ვნებიან ქალებს. ისინი მზად არიან დაიპყრონ სამყარო... მოჩალისფრო და ყავისფერი პომადის მოყვარულ ქალბატონებს უყვართ ჩრდილში დგომა, აქვთ მშვიდი, გაწონასწორებული და უემოციო ხასიათი. ნარინჯისფერი და ოქროსფერი პომდის მოყვარულნი გულუხვნი, მხიარულნი და სიცოცხლისმოყვარენი არიან. 723 8-ს მოსწონს
|