სხვა არ შემიყვარო 3 2016, 23 თებერვალი, 23:53 ![]() ერთ დღესაც თეომ სანდროს მესიჯს არ უპასუხა.სანდროს გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია ალბათ არ სცალია ნახავს მესიჯს და მიპასუხებს თუმცა დღე დამთავრდა და თეოსგან პასუხი არ მიუღია...მღელვარებამ იმატა როდესაც თეოს ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა...ნეტა სად და როგორ არის? სანდრომ არმოაჩინა რომ თეოს ძალიან შეეჩვია ენატრებოდა კიდეც უკვე არადა მხოლოდ ერთი დღე გავიდა რაც მის შესახებ არაფერი იცოდა...თეოს ტელეფონი ადრიანად ჩაირთო სანდროს გიჟივით მივარდა ტელეფონს და მაშინვე დარეკა მასთან პირველივე ზარზე გააგონეს მაგრამ ეს არ იყო ხმა რომელსაც ელოდა... -გისმენთ... ტელეფონში უცნობი გოგონას ხმა გაისმა... -თეოსან მინდოდა საუბარი.. -თუ სამსახურთან დაკავშირებით რეკავთ თეო ათი დღე ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას .ოფისში დარეკეთ... - პირადად მასთან მინდოდა საუბარი იქნებ ტელეფონი გადასცეთ.... -დღის მეორე ნახევარში ექნება მას ტელეფონი მანამდე მის ნახვას ვერ შევძლებ... -კარგით მთავარია კარგად იყოს... -მადლობთ ეხლა კარგად არის.. -ეხლაა? და რა სჭირდა....იგრძნო რომ გულში რაღაც ჩაწყდა... -სერიოზული არაფერი სავარაუდოთ ხვალ გამოწერენ... სანდრომ გაიგო თუ არა რომელ სავადმყოფოში იწვა თეო დაუმშვიდობებლად გათიშა ტელეფონი დაავიწყდა რომ სამსახურში იყო წასასვლელი დიდი ხვერწნის შემდეგ თეოს სანახავადაც აუშვეს....ოთახის კარები ღია იყო თეოს ტკბილად ეძინა გაღვიძებისთვის დაენანა უცქერდა მას და საკუთარ თავს ეკითხებოდა მას რომ რამე მოსვლოდა? არა არაფერი დაემართებოდა! რატომ არ ვიყავი მაშინ მის გვერდით? თეოს გაეღვიძა და მისი ლამაზი და სევდიანი თვალები სანდროს მიანათა... -აქ რა გინდა? -მითხრეს ფრენა მოინდომა და არ გამოუვიდაო... -ნუ მაცინებ ყველაფერი მტკივა... -ისე ხომ ვერ მეტყვი როცა გეუბნებიან შენი მეგობარი სავადმყოფოსი წევსო რა უნდა გააკეთო?თავქუდმოგლეჯილი მასთან უნდა გაიქცე თუ ჯერ ყვავილები უნდა იყიდო?... -მე მასთან გაქცევას ვამჯობინებდი... -მეც, და ყვავილებიც არ მოგიტანე... -არაუშავს.არც მე მოგიტანდი.... -მაინც რა მოხდა? -არ მახსოვს როგორც მითხრეს პროფესიონალი მძღოლი შემხვედრია... -შემაშინე...შენ რომ რამე მოგსვლოდა... -ინერვიულებდი? -აბა...მერე ნერვები ვისთვის მომეშალა? -როგორ გაიგე ჩემი ამბავი?... -ერთმა უცნობმა გოგონამ მითხრა რომელმაც შენს ტელეფონზე გამაგონა... -გასაგებია, ესეიგი ნინიმ...სხვათაშორეს სადაც არის აქ მოვა და უამრავ შეკითხვას დამისვამს შენზე... -გინდა წავიდე? -არა! აქ დარჩები და ჩემთან ერთად მოისმენ ყოველ დამაბნეველ კითხვას... -როგორც სჩანს სასამართლო გველოდება... -დაახლოებით... სწორედ ამ დროს ოთახში ნინი შემოვიდა....და პირდაპირ დაიწყო... -თეო როგორ ხარ? ისევ ძალიან გტკივა?ხომ არ მოიწყინე? ექიმი იყო შემოსული?რა რა გითხრა? როდის გაგიშვებ სახლშიო? უი გამარჯობათ... ეს ვინ არის? -ნინი ამოისუნთქეე..ამდენ კითხვაზე ერთად ვერ გიპასუხებ... -გაიცანი ეს .... -გამარჯობა მე სანდრო ვარ თეოს მეგობარი... -მე ნინი ...მაგრამ რატომ აქამდე არ გიცნობდით? თეოს რომ არ უხსენებიხართ... -ხო, ალბათ არ აცადეთ ...გაუღიმა სანდრომ... -შენც მართალი ხარ... თეოს ლოგინთან ჩამოუჯდა და თითქოს უჩურჩულაო მომწონს კაი ტიპია ხომ იცი შენ...სანდრო ყოველ დღე მიდიოდა თეოს სანახავად, საათობით ეჯდა საწოლთან და საუბრობდნენ ყველაფერზე...სანდრო მიხვდა რომ თეო შეუყვარდა.. თეო სავადმოფოდან მესამე დღეს გამოწერეს.... რათქმაუნდა სანდროც მივიდა მაგრამ ამჯერად უკვე ყვავილებით.... -გილოცავ გამოჯამრთელებას... -მადლობა...ყვავილები?მგონი ჩემი უნდა იყოს...არ გინდა მომართვა?თუ უკან წაიღებ? -არა .დატოვება მირჩევნია...კარგი, მე წავალ მინდოდა შენთვის შინ დაბრუნება მომელოცა... თეოს ყვავილები მიაწოდა და კარისკენ შებრუნდა.... -სანდრო..თეოს ხმის გაგონებაზე სანდრო ადგილზე გაშეშდა...ჩვენთან ერთად წამოდი...წამოხვალ? -ხო სანდრო წამოდი შენ თეოს ძველ მეგობრებს გაიცნობ ჩვენ კი ახალ მეგობარს... -სიამოვნებით... გაგრძელება იქნება.... სიყვარულით ინტერ-გოგონა 241 5-ს მოსწონს
|