x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
450 მილიონი $ ბაშარ ასადის თავის სანაცვლოდ

image




საუდის არაბეთის სასულიერო მოღვაწემ, იმამმა ალი ალ-რაბიეიმ ბაშარ ასადის თავის სანაცვლოდ ჯილდოდ 450 მილიონი ამერიკული დოლარი დააწესა.
„ჩვენ გადავუხდით 450 მილიონ ამერიკულ დოლარს მას, ვინც ბაშარ ასადის, ანუ მკვლელის ლიკვიდაციას მოახდენს. მკვლელისას, რომლის სისატიკემ, ბავშვებისა და ქალების წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო შეძრა“, - აღნიშნა იმამმა.
საუდის არაბეთის სამეფო კარისა და ხელისუფლების რეაქცია აღნიშნულ განცხადებაზე, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 მაისს ქალაქი ხულა საარტილერიო შეტევის ობიექტი გახდა. აღნიშნულმა დაპირისპირებამ 116 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 32 ბავშვი იყო.
ქალაქის მცხოვრებლებმა პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ალავიტებს“ დააკისრეს. აღნიშნული დაჯგუფება სირიის ხელისუფლების სასიკეთოდ იბრძვის. ქვეყნის ხელისუფლება კი თავისმხრივ მომდარში „ალ-ქაიდას“ ადანაშაულებს.

2
102
3-ს მოსწონს
ავტორი:ragindacom
ragindacom
102
  
2012, 30 მაისი, 22:34
აბა აბა :D შემიფასეთ რა ნამუშევარი
2012, 30 მაისი, 22:33
იმამმა ალი ალ-რაბიეიმ ბაშარ ასადის <<<<< ამის ადგილსამყოფელი მითხრას კაცმა მეტი არაფერი მინდა :D
0 1 2