შოუბიზნესი "ყოვლად შემაძრწუნებელი ერი ვართ... მოვითხოვ სექსის ლეგალიზაციას"-ნინი ონიანი მორიგ სკანდალში 2016, 23 თებერვალი, 1:54
"რა უნახავი და ყოვლად შემაძრწუნებელი ერი ვართ...?! ფოტო დავდე გადაღებიდან, სადაც ხელოვნური მკერდი მიკეთია და ყოვლად საკაცეთი შოკშია.... ილანძღებიან, აღზნებულ კომენტარებს არ იშურებენ... სექსუალური შიმშილია ქვეყანაშიი... გულით გითანაგრძნობთ ყველა "დამშეულს"...." -წერს ნინი სოციალურ ქსელში. "ბეეევრიი სექსიი ქართველეეებს..!!! მოვითხოვ სექსის ლეგალიზაციააას..!!!"-დასძენს სექსსიმბოლო. როგორც ჩანს ნინის კომენტარებს საზოგადოების დიდ ნაწილში აღფრთოვანება სულაც არ გამოუწვევია, რაზეც ნინის მორიგი სტატუსიც მეტყველებს: "ერთი რამ ვერ გავიგე .... "ეს გახდა რა უბედურებაა? მაინც და მაინც ნახევრად შიშველი უნდა იყო? გახდა ადვილია. რატომ იხდით ეს გოგოები? Etc." - აი ასეთი ტექტებით ვინც გამოდიხართ, მსოფლიო დონის ვარსკვლავები რომ იხდიან იმათზე ხომ მოგდით დორბლი და ხომ მოგწონთ?? ისევე როგორც ქართვლ ლამაზ გოგონებზე იდორბლებით ან იბოღმებით.. იმიტომ რომ ვერასოდეს მიაღწევთ მათ, ვერანაირი გაგებით... ( ორივე სქესს ვგულისხმობ..) პ.ს. გახდა არ არის ადვილი ... ეს ისე, რომ იცოდეთ.." ნინი ონიანი პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოჩნდა, სადაც საკმაოდ თამამი როლიც შეასრულა.ნინის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღება მიექცია და ქართულ შოუბიზნესში თავი დაემკვიდრებინა. ბევრი მცდელობის შემდგომ გოგონამ ეს ყველაფერი შეძლო. ის ამჟამად გადაცემა "ქალთა სახეების" მსახიობია. 1128 4-ს მოსწონს
|