x
მეტი
  • 07.07.2024
  • სტატია:135828
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
მორალური განვითარება
imageასაკის მატებასთან ერთად ბავშვები სწავლობენ თუ რა არის კარგი და ცუდი, განასხვავებენ სიკეთესა და ბოროტებას.მორალი გულისხმობს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სწორი და არასწორი. მორალი ძალიან კარგად შეისწავლა პიაჯემ და კოლბერგმა.

პიაჯე გამოყოფთა რამდენიმე საფეხურს ბავშვის მორალურ განვითარებაში.

პირველი ეტაპი - გულისხმობს წესების არსებობას, თუმცა ყველა ბავშვს ამ პერიოდში საკუთარი წესები აქვს.ბავშვს მიაჩნია, რომ კარგია ის, რაც მას მოსწონს.

მეორე ეტაპზე - ბავშვი უკვე იცავს იმ წესებს, რომლებიც დადგენილია უფროსების მიერ.მათ სწამთ, რომ წესების დაუცველობის შემთხვევაში სასჯელს მიიღებენ უფროსებისგან.


მესამე ეტაპზე - ბავშვებს მიაჩნიათ, რომ წესები - ეს არის სოციალური შეთანხმება და შესაძლოა შეიცვალოს.

მეოთხე ეტაპზე - ბავშვებმა იციან, რომ წესების შეცვლა შესაძლებელია, რათა ისინი მოერგონ ინდივიდუალურ შემთხვევებს და თითოეული ადამიანისთვის სამართლიანი იყვნენ.

რაც შეეხება კოლბერგს, გამოყო სამი სტადია: პრეკონვენციური, კონვენციური და პოსტკონვენციური.

თითოეული სტადია შედგება 2 საფეხურისაგან.

პრეკონვენციური მორალი :სტადია 1.მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება - ბავშვებს სჯერათ, რომ არსებობს "ყოვლისშემძლე" ადამიანი, რომელიც ადგენს წესებს და მათი დაცვა აუცილებელია.ამ ეტაპზე ქცევის ავკარგიანობა იმაზეა დამოკიდებული თუ რა შეფასება მოჰყვება უფროსის მხრიდან.

სტადია 2.მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი - ამ ეტაპზე აცნობიერებენ, რომ სხვადასხვა ადამიანს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდესამა თუ იმ საკითხზე.მოცემულ პერიოდში უკვე ბავშვებს აქვთ წარმოდგენა სამართლიან ქცევაზე.

კონვენციური მორალი .

სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები - ამ პერიოდში მორალს განიხილავენ, როგორც უფრო მეტს, ვიდრე უბრალო შეთანხმებაა.მიაჩნიათ, რომ ოჯახის წევრების, ნათესავების მოლოდინების შესაბამისად უნდა იცხოვრონ.

სტადია 4.სოციალური წესრიგის შენარჩუნება - ამ ეტაპზე ადამიანები ემორჩილებიან კანონს და ასრულებენ მოვალეობებს იმისთვის, რათა დაიცვან სოციალური წესრიგი.ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი შესაბამისობა საზოგადოებრივ ნორმებთან.

პოსტკონვენციური მორალი.

სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები -ამ ეტაპზე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ორი მთავარი ღირებულება - სიცოცხლის და თავისუფლების უფლება. ადანმიანები იქცევიან თავიანთი პრინციპების შესაბამისად, მაგრამ ამავე დროს პატივს სცემენ სხვა ადამიანების მორალურ პრინციპებს.

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები - მოცემულ ეტაპზე ადამიანები საუბრობენ ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა თანაბარი ზრუნვა თითოეული ადამიანის მოთხოვნილებაზე, მათ პატივისცემაზე.რა არის მორალურად სწორი და არასწორი განისაზღვრება არა კანონით, არამედ სინდისით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო სტადიას აღწევს ადამიანთა მხოლოდ გარკვეული ( მცირე) კატეგორია.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0