მოვლენები კინოინდუსტრიაში შექმნილი, მოდის 7 ლეგენდარული იმიჯი 2016, 23 თებერვალი, 15:34 ხშირ შემთხვევაში, წარმატებული ეკრანული იმიჯის შემდეგ, მსახიობები მხოლოდ პოპულარულები კი არა, მიბაძვის ობიექტებიც ხდებიან, რადგან მათი გმირების სამოსი, ისევე კარგად ამახსოვრდება მაყურებელს, როგორც ფილმები, მათი მონაწილეობით. აქ გავიხსენებთ 7 დაუვიწყარ კინო-იმიჯს, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს: 1. სკარლეტ ო’ჰარა (ვივიენ ლი) «ქარწაღებულნი»
ამ გოგონამ, თავის დროზე, არაერთი მამაკაცის გული დაიპყრო და გოგონების არაერთი თაობის მოდის კერპი გახდა. ეს ლამაზმანი ფარდებისგან შეკერილ კაბას ისევე ღირსეულად ატარებდა, როგორც დედოფალი უძვირფასეს სამოსს მეჯლისზე. სკარლეტი თვლიდა, რომ ზედმეტად გადაპრანჭული, ქალი ვერ იქნება და ის მხოლოდ გამოპრანჭული შეიძლება იყოს. მისი კინოკო-კოსტუმების ნახვა დღესაც შეიძლება მუზეუმებში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამართულ აუქციონებზე, სადაც ეს კაბები, საარაკო თანხებში იყიდება. მაგ., მისი ნაცრისფერი კაბა, გასულ წელს, ბევერლი-ჰილზში (კალიფორნიის შტატი, აშშ) გამართულ აუქციონზე, 137 ათას დოლარად, ხოლო ჩალის ქუდი – 52 ათას დოლარად გაიყიდა. 2. ჰოლი გოლაიტლი (ოდრი ჰეპბერნი) «საუზმე ტიფანისთან»
ფილმმა «საუზმე ტიფანისთან» წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაზე. არასერიოზული, მომხიბლავი, მაცდური ქალის იმიჯი, დღემდე ყველას ატყვევებს. მზის სათვალე, საკმაოდ მასიური ჩარჩოთი, ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლზე და რა თქმა უნდა, პატარა შავი კაბა – ამ ყველაფერმა არ შეიძლება აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.
3. გოგონა (მერლინ მონრო) «შვიდი წლის თავზე»
მერლინ მონრო – თავისი დროის ნამდვილი სექს-სიმბოლო იყო. მისი გახსენებისთანავე, გონებაში, ფოლადისფერი კულულები, წითელი ტუჩები და ქარით აფრიალებული კაბის სცენა ამოტივტივდება ხოლმე.
4. ვივიენ უორდი (ჯულია რობერთსი) «ლამაზმანი» მხოლოდ ჯულია რობერთს შეეძლო ერთნაირად მომხიბვლელი ყოფილიყო მეძავი ქალის და ნამდვილი ლედის სამოსში. ფილმის პრემიერის შემდეგ, პირველსავე კვირას, ასობით ყავისფერი კაბა გაიყიდა, ზუსტად ისეთი, როგორიც მის გმირს ეცვა ფილმში.
5. კოკო შანელი (ოდრი ტატუ) «კოკო შანელამდე»
ფილმში, თავად კოკო შანელის ცხოვრებაზე, არ შეიძლებოდა განსაკუთრებული კოსტუმები არ ყოფილიყო: პატარა შავი კაბა, ტვიდის პიჯაკი, კოსტუმი “კაცის სტილში", ასევე ულამაზესი სამკაულები და აქსესუარები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა ცნობილ დიზაინერს.
6. კერი ბრედშოუ (სარა ჯესიკა პარკერი) «სექსი დიდ ქალაქში»
«სექსი დიდ ქალაქში», მთელი პლანეტის, სუსტი სქესის წარმომადგენლების საყვარელი სერიალია. ამ სერიალის მთავარმა გმირმა, კერიმ უამრავი ლამაზი სამოსი და ფეხსაცმელი შესძინა მოდის მიმდევრების კარადებს. თითქმის ყველა სერიაში არის თითო fashion-აღმოჩენა.
7. დეიზი ბუკენენზე (კერი მალიგანი) «დიდი გეტსბი» და რა თქმა უნდა, ბოლო წლების ყველაზე დახვეწილი ფილმი «დიდი გეტსბი», რომლის მათავარი გმირის, დეიზის იმიჯი ყველას ნუსხავს და ზუსტად გადმოსცემს ჯაზის ეპოქას. მისი ყველა სამოსი, უდაოდ, თვალისმომჭრელად გამოიყურება. ფილმის კოსტუმები პრადას ეკუთვნის, ხოლო სამკაული – საიუველირო სახლს Tiffany & Co. 221 6-ს მოსწონს
|