x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს)
image

1. თვითმკვლელების ოთახი

image სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკე, ექვსასწლიანი სასახლის, ერთ-ერთი არკის, მასიური კარები.
დოქტორი მერიდიტი, რომელიც დასვენების დღეების გასატარებლად ჩავიდა, ქვემოთ იყურებოდა, სიბნელეში.
– ოთახი შავი კედლებით და არანაირი იატაკი, – თქვა სერ სესილმა – უფრო სწორედ, იატაკი არის, მაგრამ 100 ფუტით იმაზე ქვევით, ვიდრე წესით უნდა იყოს. ოთახი იმისთვის იყო გაკეთებული, რომ ვასალების საიდუმლოებები გაეგოთ, – აუხსნა სერ სესილმა. – მოგვიანებით, როდესაც ჰერცოგ ბრუკლინის მშვენიერი ცოლი, შავი ჭირით გარდაიცვალა, მასზე უგონოდ შეყვარებული ახალგაზრდა მეტყევე, აქედან ქვემოთ გადავარდა და თავი მოიკლა. საშინელი ლეგენდა მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა: – დაამატა სერ სესილმა – თითქოს, ყოველი მეოთხე ჰერცოგის მმართველობის დროს, აქედან ახალგაზრდა კაცი ვარდებოდა და თავს იკლავდა. მე მეოთხე ვარ, ბოლო თვითმკვლელობის შემდეგ – თქვა მოხუცმა ჰერცოგმა და კარები დაკეტა, რომ შემთხვევით არავინ ჩავარდნილიყო: – კალატოზი გამოვიძახე სოფლიდან, ეს გასასვლელი რომ ამოაშენოს. ის ხვალ მოვა.

მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკე". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა.

– რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა.
– მაგრამ რატომ გადაწყვიტა თავის მოკვლა?
– მას ეს არ გაუკეთებია – გააპროტესტა მერიდიტმა – ხელი ჰკრეს!
კითხვა:

როგორ მიხვდა მერიდიტი?

image

2. მოჩვენებითი გმირი

image

– ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე.

– მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა.

ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს.
– მე საგუშაგო პოსტზე ვიდექი სხვებთან ერთად და უცბად, გავიგე ფოთლების შრიალი, ტყის მარცხენა მხარეს. ცხელი დღე იყო, მშვიდი, ნიავიც კი არ იძვროდა. ამიტომ, ხმაური მხოლოდ მტერს შეეძლო გამოეწვია. ამას მივხვდი და ბიჭებსაც შევატყობინე. მტერმა ალყა შემოგვარტყა. ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევდით მათ, ისე როგორც შეგვეძლო. მტერმა დახევა დაიწყო და ბრძოლის ველზე ასზე მეტი მოკლული დატოვა. მე მკვდარ კაპიტანს დურბინდი მოვხსენი და ამ დროს, ვიღაცამ დაიყვირა, მტრის ახალი რაზმი გვიახლოვდებაო. ჯარისკაცებიც გამოჩნდნენ და ჩვენები მზად იყვნენ მტრის მოსაგერიებლად, მაგრამ მე დავიყვირე: “შეაჩერეთ ცეცხლი! ამერიკელები არიან!" მოგვიანებით, მე ავუხსენი კაპიტანს, რომ დურბინდით ჰაერში მოფრიალე ამერიკის დროშა დავინახე. მან ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ ჩემი მოხერხებულება რომ არა, მთელი რაზმი ამოწყდებოდა!

როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა:

– გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ.

კითხვა:

რატომ?

image

3. უნებლიე მოწმე

image

დოქტორი მერიდიტი და შერიფი მონაჰამი ნელა მიდიოდნენ ბილიკზე, რომელიც ჯეიმს ერნსტის უკანა ეზოში, სახლის ახლადშეღებილ უკანა კარსა და მის წინ მდებარე სახელოსნოს შორის გადიოდა.

– ნებისმიერი ადგილიდან ამ ბილიკზე ხვდები, – თქვა შერიფმა, – ერნსტ შეეძლო დაენახა, როგორ გაგუდეს ფრედ კოლპი. ის ერთადერთი შესაძლო მოწმეა, მაგრამ უარყოფს, რომ რამე დაინახა.
– თქვენ რას ფოქრობთ ამის შესახებ? – ჰკითხა მერიდიტმა და მიუთითა საღებავის წვეთებზე, ბილიკის მახლობლად.
– ერნსტმა, – უპასუხა შერიფმა, – კარის შეღებვა დაასრულა და საღებავი სახელოსნოში მიჰქონდა, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც მკვლელობა მოხდა. ის ამტკიცებს, რომ ვერ შეამჩნია, რომ საღებავის ქილა გახვრეტილი იყო და იქიდან საღებავი წვეთავდა, ვიდრე სახელოსნოში არ შევიდა.

მერიდიტი უფრო ყურადღებით დააკვირდა საღებავის წვეთებს. კარებიდან, დაახლოებით, ბილიკის შუაგულამდე, საღებავის წვეთები წრიული ფორმის იყო, რომლებიც ყოველი 3 ფუტის შემდეგ ეცემოდა მიწაზე. ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, წვეთებს შორის მანძილი, 9 ფუტი იყო და ფორმაც უფრო გაწელილი ჰქონდა. მერიდიტს არ გაკვირვებია, როდესაც სახელოსნო დაკეტილი დახვდა.

– ერნსტს ძალიან შეეშინდა, – თქვა შერიფმა. – ის დაბნეულია. თუ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს, რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ყველაფერი თქვას.

– ეჭვი არ მეპარება, რომ მას მკვლელის ეშინია და ამიტომ დუმს, – თქვა მერიდიტმა –მაგრამ მან ყველაფერი დაინახა.
კითხვა:

როგორ მიხვდა მერიდიტი?

image

4. ბუშტების გამყიდველი

image

– მთელი პოლიცია იზის ეძებდა, ბუშტების გამყიდველს, რომელმაც პატარა დენიზ ფარელი მოიტაცა – შეატყობინა ინსპექტორმა ვინტერსმა დოქტორ მერიდიტს.

– ნუთუ არავინ იცის, სად უყვარს იზის ხეტიალი?
– მასზე არავინ არაფერი იცის, – უპასუხა ინსპექტორმა.
– ის ხომ კვირაში ერთხელ აჩერებს თავის ფურგუნს ფარელების სახლთან ახლოს და ბურბუშელას და დათვის ფორმის ბუშტებს ყიდის. ბავშვებს მოწონთ, როდესაც ის, ბუშტების ბერვისას, სხვადასხვანაირად იმანჭება.

– გასულ სამშაბათს, ის თავისი ჩვეულებრივი გაჩერების შემდეგ წავიდა ან უკიდურეს შემთხვევაში, თავი მოაჩვენა თითქოს წავიდა. მოგვიანებით, სემ პატსი და პატივცემული ბებინი იყვნენ სემის უკანა ეზოში, ფარელების სახლის მეზობლად მდებარე ნაკვეთში. სემმა შეამჩნია, რომ იზის ერთ-ერთი ბუშტი, მისი მუხის ზედა ტოტებში იყო გაჭედილი. რადგან ქარი არ იყო, რომ ბურთი მოეცილებინა ტოტებისთვის, სემმა აიღო გრძელი კიბე და ხეზე ავიდა, ბურთის ჩამოსახსნელად. ორი მეტრის სიმაღლიდან, მას შეეძლო დაენახა, თუ რა ხდებოდა, ფარელების მეტრანახევრიანი ღობის მიღმა. სემი ამბობს, რომ როდესაც მან ბუშტი ჩამოხსნა, ფარელების ეზოში გადაიხედა და დაინახა, თუ როგორ ჩასვა ბუშტების გამყიდველმა დენიზი თავის მანქანაში და წავიდა.

სემი მოუყვა მღვდელს ამის შესახებ, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს მომხდარს, ვიდრე არ გაიგეს, რომ დენიზს დაიკარგა.

გუშინ დენიზის მამამ წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გოგონა გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს და ინსტრუქციას მოგვიანებით გადასცემდნენ.
– თქვენი მონაყოლის მიხედვით, – შეაჯამა მერიდიტმა, – გამოდის, რომ გოგონასთან ერთად, ბუშტების გამყიდველიც გატაცებული არის!

კითხვა:

რატომ?


image

5. ფანჯრიდან გადავარდნა

image

პროფესიონალი ფოტოგრაფების გამოფენის დათვალიერების დროს, დოქტორი მერიდიტი ერთ უცნაურ ფოტოსურათთან შეჩერდა, რომელსაც «ფანჯრიდან გადავარდნა» ერქვა. მასზე ლამაზი ქერა გოგონა იყო ასახული, რომელსაც ანთებული ასანთი საშობაო სანთელთან ჰქონდა მიტანილი, ხოლო მის უკანა ფონზე, ფანჯრის მინაზე, სანთლის ანარეკლის მიღმა, ქალი ჩანდა, რომელიც ზედა სართულებიდან ძირს ვარდებოდა.
სურათის ქვემოთ კი ეწერა: «ეს ფოტოსურათი გადაღებულია 24 აგვისტოს 21:30 ბერტრამ კენედის მიერ, მის ბრუკლინის ბინა-სტუდიაში. გადაღების მომენტში, მისის კლარ გრამელინი ექვზი სართულით ზემოთ მდებარე ფანჯრიდან გადმოვარდა. იმ საღამოს ფოტოგრაფი სურათს იღებდა “Family Times" ჟურნალის საშობაო ნომრის გარეყდისთვის».
როდესაც მერიდიტმა კითხვა დაასრულა, დაინახა რომ მას ჟიურის ჯგუფი უახლოვდებოდა. ერთ მათგანს ხელში ცისფერი ლენტი ეჭირა და მისი მიმაგრება სწორედ ამ სურათზე უნდოდა.
– თქვენს ადგილზე ამას არ გავაკეთებდი, თუ რა თქმა უნდა, პირველი ადგილის მიცემა გაყალბებული ნამუშევრისთვის არ გინდათ! – უთხრა მას მერიდიტმა.

კითხვა:

როგორ მიხვდა მერიდიტი, ფოტოსურათი რომ გაყალბებული იყო?

image

6. «დაბნეული» მდივანი

image

დოქტორი მერიდიტი სასტუმროს რესტორანში ჩავიდა და ერთ-ერთ მაგიდასთან მაშინვე შეამჩნია თავისი ძველი ნაცნობი ადვოკატი ჯონსი. ის აშკარად რაღაცაზე იყო გაღიზიანებული.

– მომისმინე, მეგობარო, ნუთუ ამ მშვენიერ დილას მწუხარების მიზეზი გაქვს? — დაინტერესდა მერიდიტი.

– როგორც ჩანს, ჩემი მდივნის დათხოვა მომიწევს – უპასუხა მოღუშულმა ჯონსმა. – აქამდე ის კარგად მუშაობდა, მაგრამ მისი ბოლო საქციელის პატიება არ შეიძლება! შენ მარტო მომისმინე! – თქვა ჯონსმა და მოყოლა დაიწყო – ვიდრე მივლინებაში წამოვიდოდი, მას კაბინეტის გასაღები მივეცი და ვთხოვე მთელი კორესპონდენცია აქ გადმოეგზავნა. მე წერილს მნიშვნელოვანი კლიენტისგან ველოდები! ორი დღის მანძილზე მერისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია და მას დავურეკე. მითხრა, რომ მე მისთვის საფოსტო ყუთის გასაღების მიცემა დამავიწყდა. მაშინვე გავგზავნე გასაღები ფოსტით, ჩემს სამუშაო მისამართზე, მაგრამ მერისგან ისევ არფერი ისმის. წარმოდგენა არა მაქვს, ახლა რაღამ შეუშალა ხელი...

– ძვირფასო ჯონს, მე ვფიქრობ, რომ შენ ბოდიში უნდა მოუხადო მერის! – უთხრა მას მერიდიტმა.

კითხვა:

რატომ?

image

პასუხები:

image

1. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო...

image

2. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა.

image

3. საღებავის წვეთების ფორმისა და დაშორების მიხედვით მიხვდა, რომ ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, ერნსტი გარბოდა.

image

4. ბუშტი ზევით ვერ აფრინდებოდა, რადგან იზიმ ის პირით გაბერა, თან ქარიც არ იყო.

image

5. უკვე ძალიან გვიანი იყო (საღამოს 9:30) და თუ ფანჯარაში სანთლის ანარეკლი ჩანდა, ქალის ფიგურა, მის უკან, ვერანაირად ვერ გამოჩნდებოდა.

image

6. მართალია მან გაგზავნა გასაღები, მაგრამ მერის მისი მიღება არ შეეძლო, რადგან ფოსტის ყუთის გასაღები არა ჰქონდა.

image

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

http://intermedia.ge/სტატია/71009-კრიმინალური-გამოცანები-პასუხები-აქვს/1273/

ლოგიკური გამოცანები. ნაწილი I (პასუხები აქვს)
http://intermedia.ge/სტატია/63224-ლოგიკური-გამოცანები-ნაწილი-I-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს)
http://intermedia.ge/სტატია/63298-ლოგიკური-თავსატეხები-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში
http://intermedia.ge/სტატია/62952-ყველაზე-რთული-გამოცანები-მსოფლიოში/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

რთული გამოცანა (პასუხი აქვს)
http://intermedia.ge/სტატია/62772-რთული-გამოცანა-პასუხი-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

როგორ კითხვებზე უნდა შეგეძლოთ პასუხის გაცემა, ისეთ დიდ კომპანიებში დასაქმების მსურველებს, როგორებიც არის Apple, Adobe, Microsoft, Google და ა. შ.
http://intermedia.ge/სტატია/62758-როგორ-კითხვებზე-უნდა-შეგეძლოთ-პასუხის-გაცემა-ისეთ-დიდ-კომპანიებში-დასა/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel

გამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)
http://intermedia.ge/სტატია/62727-გამოცანები-ხრიკებით-პასუხები-აქვს/127/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel


0
1144
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0