ამოცანები კრიმინალური გამოცანები – II ნაწილი (პასუხები აქვს) 2016, 24 თებერვალი, 20:13 1. თვითმკვლელების ოთახი სერ სესილ ბრუდჰილდმა ძლივს მიიზიდა თავისკე, ექვსასწლიანი სასახლის, ერთ-ერთი არკის, მასიური კარები. მერედიტის ოთახი “თვითმკვლელების ოთახთან" ახლოს იყო. როდესაც ის დაწოლას აპირებდა, ყრუ ყვირილის ხმა გაიგო. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა. მერედიტი სასწრაფოდ გარეთ გამოვარდა. სერ სესილიც ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა “თვითმკვლელების ოთახისკე". მათ ერთად გააღეს მძიმე კარები. სერ სესილმა ფარანი ქვემოთ მიანათა და სინათლის სხივმა ახალგაზრდა კაცის სხეული გაანათა. – რიჩი, ჩემი ცოლის ადვოკატი! – წამოიკივლა სერ სესილმა. როგორ მიხვდა მერიდიტი? 2. მოჩვენებითი გმირი
– ყველაფერი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა – თქვა სირილ მაკინმა – მარგარიტამ მაშინვე გამშიფრა. – მან ღრმად ჩაისუნთქა. – მარგარიტა – მარგარიტა აპელსონია – მოხუცი გენერლის, უილიამ აპელსონის, მეტსახელად “ველური ბილის" ქალიშვილი და ის გადარეულია ომის გმირებზე. მე ვეტერინარი ვიყავი კორეაში და თოფის გასროლის ხმაც კი არ გამიგია. ამიტომ, რამე უნდა მომეგონებინა, ფრონტთან დაკავშირებული, გმირული ისტორია, რომ შთაბეჭდილება მომეხდინა მარგარიტაზე. – მომიყევით ყველაფერი ისე, როგორც მარგარიტას მოუყევით და მე შევძლებ იმის გარკვევას თუ სად დაუშვით შეცდომა. – შესთავაზა მერიდიტმა. ახალგაზრდა მამაკაცს ერიდებოდა, მაგრამ მაინც მოუყვა თავისი ისტორია მერიდიტს. როდესაც სირილმა დაასრულა მოყოლა, მერიდიტმა გაიღიმა: – გასაკვირი არ არის, რომ მის აპელსონმა არ დაგიჯერათ. კითხვა: რატომ? 3. უნებლიე მოწმე
დოქტორი მერიდიტი და შერიფი მონაჰამი ნელა მიდიოდნენ ბილიკზე, რომელიც ჯეიმს ერნსტის უკანა ეზოში, სახლის ახლადშეღებილ უკანა კარსა და მის წინ მდებარე სახელოსნოს შორის გადიოდა. – ნებისმიერი ადგილიდან ამ ბილიკზე ხვდები, – თქვა შერიფმა, – ერნსტ შეეძლო დაენახა, როგორ გაგუდეს ფრედ კოლპი. ის ერთადერთი შესაძლო მოწმეა, მაგრამ უარყოფს, რომ რამე დაინახა. მერიდიტი უფრო ყურადღებით დააკვირდა საღებავის წვეთებს. კარებიდან, დაახლოებით, ბილიკის შუაგულამდე, საღებავის წვეთები წრიული ფორმის იყო, რომლებიც ყოველი 3 ფუტის შემდეგ ეცემოდა მიწაზე. ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, წვეთებს შორის მანძილი, 9 ფუტი იყო და ფორმაც უფრო გაწელილი ჰქონდა. მერიდიტს არ გაკვირვებია, როდესაც სახელოსნო დაკეტილი დახვდა. – ერნსტს ძალიან შეეშინდა, – თქვა შერიფმა. – ის დაბნეულია. თუ მან იმაზე მეტი იცის, ვიდრე ამბობს, რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ყველაფერი თქვას. – ეჭვი არ მეპარება, რომ მას მკვლელის ეშინია და ამიტომ დუმს, – თქვა მერიდიტმა –მაგრამ მან ყველაფერი დაინახა. როგორ მიხვდა მერიდიტი? 4. ბუშტების გამყიდველი
– მთელი პოლიცია იზის ეძებდა, ბუშტების გამყიდველს, რომელმაც პატარა დენიზ ფარელი მოიტაცა – შეატყობინა ინსპექტორმა ვინტერსმა დოქტორ მერიდიტს. – ნუთუ არავინ იცის, სად უყვარს იზის ხეტიალი? – გასულ სამშაბათს, ის თავისი ჩვეულებრივი გაჩერების შემდეგ წავიდა ან უკიდურეს შემთხვევაში, თავი მოაჩვენა თითქოს წავიდა. მოგვიანებით, სემ პატსი და პატივცემული ბებინი იყვნენ სემის უკანა ეზოში, ფარელების სახლის მეზობლად მდებარე ნაკვეთში. სემმა შეამჩნია, რომ იზის ერთ-ერთი ბუშტი, მისი მუხის ზედა ტოტებში იყო გაჭედილი. რადგან ქარი არ იყო, რომ ბურთი მოეცილებინა ტოტებისთვის, სემმა აიღო გრძელი კიბე და ხეზე ავიდა, ბურთის ჩამოსახსნელად. ორი მეტრის სიმაღლიდან, მას შეეძლო დაენახა, თუ რა ხდებოდა, ფარელების მეტრანახევრიანი ღობის მიღმა. სემი ამბობს, რომ როდესაც მან ბუშტი ჩამოხსნა, ფარელების ეზოში გადაიხედა და დაინახა, თუ როგორ ჩასვა ბუშტების გამყიდველმა დენიზი თავის მანქანაში და წავიდა. სემი მოუყვა მღვდელს ამის შესახებ, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს მომხდარს, ვიდრე არ გაიგეს, რომ დენიზს დაიკარგა. გუშინ დენიზის მამამ წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გოგონა გამოსასყიდის მიზნით გაიტაცეს და ინსტრუქციას მოგვიანებით გადასცემდნენ. კითხვა: რატომ? 5. ფანჯრიდან გადავარდნა პროფესიონალი ფოტოგრაფების გამოფენის დათვალიერების დროს, დოქტორი მერიდიტი ერთ უცნაურ ფოტოსურათთან შეჩერდა, რომელსაც «ფანჯრიდან გადავარდნა» ერქვა. მასზე ლამაზი ქერა გოგონა იყო ასახული, რომელსაც ანთებული ასანთი საშობაო სანთელთან ჰქონდა მიტანილი, ხოლო მის უკანა ფონზე, ფანჯრის მინაზე, სანთლის ანარეკლის მიღმა, ქალი ჩანდა, რომელიც ზედა სართულებიდან ძირს ვარდებოდა. კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი, ფოტოსურათი რომ გაყალბებული იყო? 6. «დაბნეული» მდივანი
დოქტორი მერიდიტი სასტუმროს რესტორანში ჩავიდა და ერთ-ერთ მაგიდასთან მაშინვე შეამჩნია თავისი ძველი ნაცნობი ადვოკატი ჯონსი. ის აშკარად რაღაცაზე იყო გაღიზიანებული. – მომისმინე, მეგობარო, ნუთუ ამ მშვენიერ დილას მწუხარების მიზეზი გაქვს? — დაინტერესდა მერიდიტი. – როგორც ჩანს, ჩემი მდივნის დათხოვა მომიწევს – უპასუხა მოღუშულმა ჯონსმა. – აქამდე ის კარგად მუშაობდა, მაგრამ მისი ბოლო საქციელის პატიება არ შეიძლება! შენ მარტო მომისმინე! – თქვა ჯონსმა და მოყოლა დაიწყო – ვიდრე მივლინებაში წამოვიდოდი, მას კაბინეტის გასაღები მივეცი და ვთხოვე მთელი კორესპონდენცია აქ გადმოეგზავნა. მე წერილს მნიშვნელოვანი კლიენტისგან ველოდები! ორი დღის მანძილზე მერისგან არანაირი შეტყობინება არ მიმიღია და მას დავურეკე. მითხრა, რომ მე მისთვის საფოსტო ყუთის გასაღების მიცემა დამავიწყდა. მაშინვე გავგზავნე გასაღები ფოსტით, ჩემს სამუშაო მისამართზე, მაგრამ მერისგან ისევ არფერი ისმის. წარმოდგენა არა მაქვს, ახლა რაღამ შეუშალა ხელი... – ძვირფასო ჯონს, მე ვფიქრობ, რომ შენ ბოდიში უნდა მოუხადო მერის! – უთხრა მას მერიდიტმა. კითხვა: რატომ? პასუხები: 1. რიჩს არ შეეძლო კარების დაკეტვა, რადგან კარების იქით იატაკი არ იყო... 2. თხრობის დასაწყისში, მან თქვა რომ მშვიდი ამინდი იყო. ასეთ ამინდში დროშა ვერ იფრიალებდა. 3. საღებავის წვეთების ფორმისა და დაშორების მიხედვით მიხვდა, რომ ბილიკის შუა ნაწილიდან სახელოსნომდე, ერნსტი გარბოდა. 4. ბუშტი ზევით ვერ აფრინდებოდა, რადგან იზიმ ის პირით გაბერა, თან ქარიც არ იყო. 5. უკვე ძალიან გვიანი იყო (საღამოს 9:30) და თუ ფანჯარაში სანთლის ანარეკლი ჩანდა, ქალის ფიგურა, მის უკან, ვერანაირად ვერ გამოჩნდებოდა. 6. მართალია მან გაგზავნა გასაღები, მაგრამ მერის მისი მიღება არ შეეძლო, რადგან ფოსტის ყუთის გასაღები არა ჰქონდა. თქვენ ასევე დაგაინტერესებთ: http://intermedia.ge/სტატია/71009-კრიმინალური-გამოცანები-პასუხები-აქვს/1273/ 1144 9-ს მოსწონს
|