x
თავდაჯერებულობა, თვითპატივისცემა და თვითშეფასება
imageადამიანის ცხოვრებაში
ყოველთვის არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც კონკრეტულ სიტუაციაში აქტუალური
საკითხია. რა შემთხვევაში მივყავართ ქცევას მიზნის მიღწევამდე? ამის განსაზღვრა წინასწარ
რთულია, თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ეხმარება ქცევას რომ მან წარმატებამდე მიგვიყვანოს.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია თავდაჯერებულობა,
რომელიც ძალისა და უპირატესობის გამოხატვის საფუძველია. თავდაჯერებულობა მეტად მნიშვნელოვანია ცხოველთა სამყაროში.


ცნობილი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი თვლიდა, რომ თავდაჯერებულობას
ცხოველებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ თავდაჯერებულობის საფუძველზე ახერხებენ ისინი მოწინააღმდეგე მუდმივ შიშსა და პანიკაში ამყოფონ, რაც საბოლოოდ საფუძვლად ედება ბუნებრივ გადარჩევას.ცხოველები მაღალი თავდაჯერებულობით იღებენ მეტ სარგებელს და მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან, ამიტომ ისინი გადარჩებიან, ხოლო დანარჩენები გადაშენდებიან.
ადამიანთან მიმართებით თავდაჯერებულობის საკითხი მეტად მნიშვნელოვანია ალფრედ ადლერის შრომებში. თავდაჯერებულობის ნაკლებობას მან არასრულფასოვნების კომპლექსი უწოდა. არასრულფასოვნების კომპლექსი არის საკუთარი არასრულფასოვნების განცდიდან წამოსული, რომელიც ბავშვობაში ძლიერია, რადგან ბავშვი დამოკიდებული სხვებზე, მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რომ ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი თავი, ამიტომ მისი შეფასებები მთლიანად სხვების შეფასებებიდან გამომდინარეობს. დროთა განმავლობაში თვითშეფასება უფრო მეტად საკუთარ გამოცდილებას უნდა დაეყრდნოს, თუმცა თუ ოჯახის გავლენა დიდია, შესაძლოა მოგვიანებითაც სხვების აზრიდან გამომდინარე გაკეთდეს შეფასება.
აქედან გამომდინარე ყალიბდება რეალობასთან შეუსაბამო თვითშეფასება. რომელიც მუდმივ პრობლემებთან არის დაკავშირებული, და ხელს უშლის ადამიანს საზოგადოებასთან წარმატებულ ადაპტირებაში.
ხშიდად თვითშეფასებასა და თვითპატივისცემას ერთმანეთთან აიგივებენ, თუმცა მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს.თვითპატივისცემა არის საკუთარი დადებითი მხარეების შეფასება, მისი შეცვლა მიზანმიმართულად და დროში ხანგრძლივად მიმდინარეობს.
თვითშეფასება კი უფრო ნეიტრალური შინაარსისაა და მოიაზრებს საკუთარი თავის შეფასებას დადებით ან უარყოფით კონტექსტში. ის შეიძლება შეიცვალოს ხშირად სიტუაციის ცვლილებასთან ერთად.
თვითშეფასების დონე განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების
კურსს. მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მეტად ენდობიან საკუთარ თავს, მათი მიზნები მკაფიოდაა განსაზრვრული, დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში კი ადამიანები მეტად ექცევიან
ჩარჩოებში, არ ისახავენ მიზნებს, რადგან არ სჯერათ, რომ მის მიღწევას შეძლებენ.


ხშირ შემთხვევაში
დაბალი თვითშეფასება გაუცნობიერებელი რჩება და შესაბამისად მის ამაღლებაზე ზრუნვა შეუძლებელია. იმის დასადგენად, გვაქვს თუ არა დაბალი თვითშეფასება:


1. საჭიროა გავაკონტროლოთ თუ რა შინაარსის სიტყვებით ვიხსენიებთ საკუთა თავს.

2.მოვიხსენიებდით უახლოეს მეგობარს იმავე სიტყვებით? თუ არა, მაშინ ეს სიტყვები ნეიტრალურისკენ უნდა შევცვალოთ.


3.ზოგიერთი ადამიანი ყოველი ვერმიღწეული მიზნის შემდეგ უფრო მეტად განიცდის საკუთარ არასრულფასოვნებას, ამიტომ გამოიყენეთ შეცდომები შესაძლებლობად, რომ შემდეგში მსგავსი შედეგი აღარ მიიღოთ.
4.ასევე ხშირია წარუმატებლობა ბუნდოვანი მიზნების გამო, რომელსაც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი საკუთარ თავს უსახავს. ამიტომ მიზნის მისაღწევად გადადგმული პირველი ნაბიჯი მისი მკაფიოდ ჩამოყალიბებაა.

5.კიდევ ერთი თვისება რაც უკავშირდება დაბალ თვითშეფასებას არის ის, რომ ასეთი ადამიანები იჩენენ ბევრ მეგობარს და თვლიან, რომ ბევრი მეგობრის ყოლა ხაზს უსვამს, მათ დადებით პიროვნებას. ეს არ არის სწორი შეხედულება, რადგან მათ უჭირთ ყურადღების გადანაწილება რაც მათ შფოთვას ზრდის. უმჯობესია ადამიანებმა იმეგობრონ მათთან ვინც მათთვის საინტერესოა, ამგვარად მათი კომუნიკაცია უფრო გულწრფელი იქნება.

0
530
შეფასება არ არის
ავტორი:მედეა ბარბარიანი
მედეა ბარბარიანი
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0