x
image
natia.a
12 ხერხი, რომელსაც აშშ-ს დაზვერვა იყენებს ადამიანთა დაკითხვის დროს - ის, რაც აქამდე საიდუმლო იყო!
image1997 წელს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მანამდე საიდუმლო დოკუმენტი, სახელწოდებით "KUBARK Counterintelligence Interrogation" — დაკითხვების ჩატარების სახელმძღვანელო, რომელსაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო წარმატებით იყენებდა 34 წლის მანძილზე. 128 გვერდიანი ინსტრუქცია დაწერილი იქნა 1963 წელს. ცხადია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მასში მოცემული რჩევების დიდი ნაწილი დღესაც აქტუალურია.

გარემო

"დაკითხვის ოთახში არ უნდა იყოს არც ერთ საგანი, რომელზეც დაკავებულმა შეიძლება ყურადღება გადაიტანოს. კედლები და იატაკი მხოლოდ ნეიტრალური ფერის უნდა იყოს", - ნათქვამია სახელმძღვანელოში. მაგიდა და სკამები უბრალო უნდა იყოს. თუმცა ზოგ შემტხვევაში დაშვებულია კომფორტული სავარძლის გამოყენება, რადგან, თუ სავარძელი და მაგიდა მასიური და ძვირფასი იქნება, დაკავებულს ეგონება, რომ საქმე გავლენიან და მნიშვნელოვან პიროვნებასთან აქვს.

image

დაკავებულის სკამი

საკმარისია სრულიად უბრალო ხის სკამი. თუმცა, თუ ადამიანი კამერიდან მოიყვანეს, სადაც ყველანაირ კომფოტრს მოკლებული იყო, ან თუ დაკითხვამდე დიდი ხანი აიძულეს ფეხზე დგომა, რბილ, კომფორტულ სკამზე დაჯდომა სწრაფად აგრძნობინებს კონტრასტს და დაკითხვის პირის დეზორიენტაციას გააძლიერებს.


წარწერა "ნუ შეგვაწუხებთ!"

"გარეშე პირის მოულოდნელ, სრულიად უბრალო ტრივიალური და ყოფითი მიზეზით გამოჩენას დაკითხვისთვის შეიძლება კატასტროფული შედეგი ჰქონდეს და პროცესის ეფექტი დააკნინოს", - ნათქვამია სახელმძღვანელოში.


image


არაპროგნოზირებადი გრაფიკი

"დაკითხვის პირმა უნდა იგრძნოს, რომ მის ცხოვრების განრიგს მართავთ თქვენ, " - წერს სახელმძღვანელოს ავტორი. დღეს ორი დაკითხვა, ხვალ - არც ერთი, ზეგ - არცერთ. შემდეგ დღეს კი დაკითხვაზე გაგყავთ პირდაპირ სადილის დროს ან ღამით. ერთი დაკითხვა შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი, მაშინმ როცა მეორე 3 საათს გაგრძელდება.


image

"ყოვლისმხედველი თვალის" მეთოდი

დამკითხავი დაკითხვის პირს უხსნის, რომ მისთვის ისედაც ყველაფერი ცნობილია, უბრალოდ სურს, დარწმუნდეს, რომ დაკავებული გულწრფელია. ამიტომ დასაწყისში უსვამს შეკითხვებს, რომლებსაც პასუხი თავადაც იცის ("თქვენ ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი ცხვირი გაქვთ, ასეა?"), თუ საპასუხოდ დაკითხვის პირი ტყუილს იტყვის ("მეორე ფეხი ჩემი არ არის, ვიღაცამ ჩამიდო!"), დამკითხავი მკაცრად ეუბნება, რომ იტყუება. ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, უნდა დაარწმუნოს დაკითხვის პირი, რომ ინფორმაციის დამალვა უაზრობაა.


"ორმაგი აგენტის" მეთოდი

"კამერაში აგენტის სპეციალურად შეშვება - ეს ზედმეტად ბანალურია, ამიტომ არაეფექტურიც" - გვარწმუნებს ინსტრუქცია. სამაგიეროდ კარგად მუშაობს მეთოდი, რომლის დროსაც საკანში ორ აგენტს უშვებენ. პირველი აგენტი ცდილობს დაუმეგობრდეს დაკითხვის პირს, მეორე აგენტი კი დუმილს ინარჩუნებს. როცა პირველი მათგანი ცოტა ხნით გაჰყავთ კამერიდან, მეორე აფრთხილებს დაკავებულს, რომ ის, რომელიც გაიყვანეს, იყო აგენტი. ამგვარად, დაკითხვის პირს მეორე აგენტის მიმართ ნდობა უჩნდება. "ეს ნდობა შეიძლება გამყარდეს, თუ მეორე აგენტი დაკითხვის პირს უჩვენებს ადგილს, სადაც კამერაში ვითომდა დამონაჟებულია მოსასმენი მოწყობილობა".


image

მეთოდი "კარგი პოლიციელი/ცუდი პოლიციელი"

"ამ პროცედურაში ახალი არაფერია" - ნათქვამია სახელმძღვანელოში, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ აღნიშნული მეთოდი ყველაზე კარგად მუშაობს "ქალებთან, მოზარდებთან და მერყევ მამაკაცებთან".


ბილინგვური მიდგომა

თუ დაკითხვის პირმა იცის ერთზე მეტი ენა, სასურველია დაკითხვის დაწყება მისთვის არამშობლიურ ენაზე. "თუ დაკითხულმა გაუძლო რამდენიმე რთულ შეკითხვას მისთვის არამშობლიურ ენაზე, მოულოდნელად უნდა დაუსვათ შეკითხვა, რომელსაც მისი პასუხის მოსმენა გსურთ მის მშობლიურ ენაზე. ამ შემთხვევაში დიდი ალბათბაა, რომ დაკითხვის პირმა მყისიერად გიპასუხოთ, ანუ წამოცდეს პასუხი მანამ, სანამ გაიაზრებს, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გაეცა, " - ახსნილია სახელმძღვანელოში.




მეთოდი "აი, ეს კი ვიცი!"

პირველად დაკითხვის პირს უსვამენ შეკითხვებს, რომლებზეც მან ნამდვილად არ იცის პასუხი. დაკავებული ირწმუნება, რომ არაფერი იცის და სინამდვილეში მართლაც ასეა.
მაგრამ დამკითხავი გაიძახის, რომ "არ სჯერა" მისი. ამგვარი "მოსამზადებელი" სამუშაოს შემდეგ დაკითხვის პირს უსვამენ შეკითხვებს, უკვე იმ ინფორმაციაზე, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია და ნამდვილად უნდა იცოდეს. ბევრი სწორედ ამ ფაზაზე ამჟღავნებს საჭირო ინფორმაციას.


სახელმძღვანელოში მაგალითად არის მოყვანილი სიტყვები ადამიანისა, რომელიც ამგვარი მეთოდით იქნა დაკითხული: "შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა რაღაცნაირად გამეხარდა, როცა ამდენი რთული შეკითხვის შემდეგ, რომლებზეც არაფერი ვიცოდი, ბოლოსდაბლოს მკითხეს ის, რაზეც რაღაც ინფორმაცია მაინც მქონდა".

image

მეთოდი "პლაცებო"


სუბიექტს აძლევენ სრულიად უვნებელ აბებს, შემდეგ კი ეუბნებიან, რომ ეს იყო სპეციალური აბები, რომლებიც სიმართლეს ათქმევინებდნენ. ხშირ შემთხვევაში ასეთი ტრიუკი მუშაობს და დაკითხვის პირი სასურველ ინფორმაციას ამხელს.

ტანსაცმლის გამოცვლა

ტანსაცმელი ეხმარება ადამიანს იყოს ის, რაც არის. ამიტომ, სახელმძღვანელოს მიხედვით, დაკითხვის პირს უნდა ჩამოერთვას თავისი ტანსაცმელი და ჩააცვან ნებისმიერ სხვა, უმჯობესია არა მისი ზომის სამოსი. ასევე სასურველია ჩამოერთვას ქამარიც, რათა უხერხულად იგრძნოს თავი და გამუდმებით უწევდეს შარვლის ხელით დაჭერა.

image

მუქარები

"დაპირება იმისა, რომ წამებასა და ძალადობას გამოიყენებენ, გაცილებით ეფექტურად მუშაობს დაკითხვის პირის "მოსატეხად", ვიდრე წამებისა და ძალადობის პირდაპირი გამოყენება", - ნათქვამია სახელმძღვანელოში. მაგრამ სიკვდილით დამუქრება კი არ არის სასურველი, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება დაკითხვის პირს ეგონოს, რომ მისი ბედი უკვე გადაწყვეტილია და მოკლავენ როგორც კი საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.






3
929
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
929
  
2016, 22 თებერვალი, 13:03
დიდი მადლობა ორივეს. მეც დამაინტერესა და ამიტომ ვთარგმნე.
2016, 22 თებერვალი, 13:01
საკმაოდ საიტერესო თემაა
2016, 22 თებერვალი, 12:55
საინტერესო თემა..გავაზიარე უეჭველი
0 1 3