კომუნიკაციები მობილური ტელეფონები ახლა და 20 წლის წინ. როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება 2016, 22 თებერვალი, 10:53 სულ რაღაც 20 წლის წინ, გვეგონა, რომ მობილური ტელეფონი ჯადოსნური აპარატი იყო. გვიხაროდა, როდესაც შეიქმნა ფერადი ეკრანი, როდესაც გაჩნდა სენსორული ღილაკები. აღფრთოვანება გამოიწვია მთელს მსოფლიოში, სენსორული ეკრანის შექმნამ. გარდა ამისა, მობილური ტელეფონები, ევოლუციის პროცესში, ტექნოლოგიური ცვლილებების გარდა, ფორმასაც იცვლიდა – სულ უფრო და უფრო თხელი ხდებოდა. გაჩნდა Bluetooth, მესიჯების გაცვლის შესაძლებლობა. დღეს ყველაფერი ისე მარტივი და ხელმისაწვდომია, რომ ბევრ რამეს საერთოდ დაეკარგა ფასი, დავიწყებას მიეცა და წარსულში დარჩა. სმარტფონი — ჩვეულებრივი ნივთია, რომელიც ყველას აქვს და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანს დაუკავშირდეს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. 1062 12-ს მოსწონს
|