x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდის იქნება საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია მშვიდად?

რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანიაა საქართველოში. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა.


image


"რუსთავი 2" ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქ-შოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. ამჟამად მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და გიორგი გეგეშიძე - 10%, გენერალური დირექტორი კი უკვე ყველასათვის ცნობილი ნიკა გვარამიაა. მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს შეუძლია. ნიკა აქტიურია მიმდინარე თემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებით და სრულიად მოურიდებლად ავრცელებს მათ საკუთარი facebook-ის გვერდზე პოსტების საშუალებით. რამოდენიმე საათია მან ახალი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განმარტავს, თუ როდის იქნება თავად მშვიდად ჩვენს ქვეყანაში. ტექსტს კი უცვლელად შემოგთავაზებთ:


"როდის იქნება საქართველოს მოქალაქე ნიკა გვარამია მშვიდად? - როცა ქართველი ამომრჩეველი ქვეყნის მართვას გადააბარებს ისეთ პატრიოტ, წესიერ, უნიჭიერეს პროფესიონალებს, როგორიც გიორგი ქადაგიძეა.
Giorgi Kadagidze ვამაყობ შენით და ბედნიერი ვარ, რომ გვყავხარ და შენი თაობა მოდის!
ps 2 საათის განმავლობაში ადამიანის შვიდწლიანი სექტორალური მართვის მთავარი და ერთადერთი შენიშვნა იყო, ამ მთავრობაზე ღიად და ხმამაღლა რატომ არ თქვი, რომ კატასტროფისკენ მიყავს ქვეყანაო. აი, მესმის მუშაობა like ემოცია
pps დუნდუა, ცხადია, არ ითვლება"- წერს გვარამია.


image

1
99
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
99
  
2016, 20 თებერვალი, 20:23
რუსთავი 2 ობიექტური ტელევიზიიდან გადაიქცა პარტიის დანამატად...
0 1 1