x
image
alex999
როგორც რომანტიული, ასევე ინტიმური... 7 რჩევა წყვილებისთვის (+16)
გიჟური კოცნა თუ რომანტიული, რომელი უკეთესია? სექსუალური ცხოვრებისთვის საინტერესო რჩევები ექსპერტებისგან...


image


1. გაუგზავნეთ ინტიმური მოკლე ტექსტური შეტყობინება მეწყვილეს


image



თუ გინდათ, რომ თქვენი ურთიერთობა იყოს როგორც რომანტიული, ასევე სექსუალური, მაშინ დღის განმავლობაში მეწყვილეს გაუგზავნეთ ინტიმური სმს მობილურზე, ან სოციალურ ქსელში. მაგლითად: ამ საღამოს შენთან მინდა, ძალიან მომნატრებიხარ, შენი კანის სურნელი მომენატრა... აქედან გამომდინარე დღის განმავლობაში სიყვარული იბობოქრებს თქვენს სულებში.


2. შეარჩიეთ განსაკუთრებული სუნამო


image



მოგახსენებთ, რომ სუნამო არის ის ნივთი, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანთა ურთიერთობაში, მითუმეტეს მაშინ, როცა ინტიმური კავშირი გქონდათ მეწყვილესთან. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პირველ შეხვედრას, როდესაც მამრობით სქესს არ ავიწყდება თქვენი სურნელი. ამიტომ თუ გსურთ რომანტიული საღამო, მაშინ გამოიყენეთ პირველ პაემანზე გამოყენებული სუნამო ან შეარჩიეთ სულ ახალი.



3. დაწექით ნახევრად შიშველმა


image



ურთიერთობა პირველ დღეებში საოცრად რომანტიულია, ხო მეთანხმებით?... რაც დრო გადის თქვენს შორის რომანტიკა ქრება, მაგრამ ამის გამოსწორება ძალიან მარტივია, როდესაც საძინებელში განმარტოვდებით, არ გაიხადოთ ბოლომდე, დაწექით ნახევრად შიშველმა, თუნდაც მაგ საღამოს სექსი გქონდეთ გეგმაში, საცვლების გახდა მეუღლეს ანდეთ, მერწმუნეთ ძალიან გამოგადგებათ.



4. ერთად წაიკითხეთ ინტიმური ისტორიები


image



ეროტიული საუბრები ნებისმიერ მამაკაცს იზიდავს, მაგრამ თუ ხართ ამ თემაში მორიდებული, მაშინ დაწოლისას აიღეთ წიგნი, ან მოიძიეთ ინტერნეტში ინტიმური ისტორიები, ძალიან გარყვნილებიც არა რათქმა უნდა. შეგიძლიათ ჩართოთ ასევე ეროტიული ფილმიც, მაგ ღამით უფრო ვნებიანად დაიძინებთ



5. მასაჟი


image



თუ გინდათ, რომ მეუღლე აღაგზნოთ მაშინ მიმართეთ მასაჟს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც სამსახურიდან დაღლილ-დაქანცული ბრუნდება. ეს მას ძალიან ესიამოვნება და შედარებით უკეთესი საღამოც გექნებათ.



6. ჩაეხუტეთ


image


არასოდეს ზურგი არ აქციოთ მეუღლეს ლოგინში, როგორც არუნდა იყოთ დაღლილი, ცოტა ჩახუტება მაინც არ დაგავიწყდეთ. მეუღლემ თქვენგან სითბო უნდა იგრძნოს, რათა თქვენი ურთიერთობა მალევე არ დასრულდეს.



7. სექსის შემდეგ ...


image



სექსის შემდეგ რომანტიკა არ დაგავიწყდეთ, დაუყონებლივ ნუ გაიქცევით აბანოში ან ნუ დაიძინებთ მალევე, მეწყვილეს ხომ ბოლოში ყველაფრის დაგვირგვინება სურს, მას ხომ მხოლოდ სექსი არ უნდოდა, დაუფიქრდით ყველა თქვენს ქმედებებს, სანამ გვიანი არ იქნება.





ეს იყო ბრიტანელი სექსოლოგების რჩევა, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარეს.



0
1067
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1067