x
გუნება-განწყობის გავლენა კოგნიციაზე
ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა გაურკვევლობებით. ყოველი ადამიანი, განვითარების უმაღლეს საფეხურზე მყოფი მოაზროვნე არსება, თავისი ცხოვრების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებს, რათა შეამციროს ან საბოლოოდ აღმოფხვრას მის გარშემო არსებული განუსაზღვრელობა. ერთმა არასწორმა ნაბიჯმა კი შესაძლოა ბევრი რამ განაპირობოს ნებისმიერი პიროვნების
ცხოვრებაში და

imageსერიოზული პრობლემა შეუქმნას მას. მოსალოდნელი პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა არჩევანის გაკეთებამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე რაციონალურად განვჭვრიტოთ ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია, გადავაფასოთ, ავწონ-დავწონოთ ის და საღი აზრის დონეზე

მივიდეთ სწორ დასკვნამდე.
მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც წესით უნდა ხდებოდეს.ადამიანზე ყოველ მომენტში უამრავი სტიმული მოქმედებს და ქმნის მის გარშემო ინფორმაციის
სიჭარბეს, პიროვნება საჭიროებს „გადაახარისხოს“ ეს ურიცხვი ინფორმაცია რაც შეიძლება ნაკლებ დროში, რათა ცხოვრების სწრაფ დინებას აუწყოს ფეხი.

ჩვენდა საბედნიეროდ, გონებას ეფექტურად შეუძლია ინფორმაციის ამ სიმრავლის დახარისხება და შენახვა, ამისათვის კი ე.წ. „მოკლე ჩართვებს“ იყენებს, უადვილესი გზით ცდილობს გაიგოს ცხოვრების მოვლენები, შეაფასოს ისინი. ეს თვალსაზრისი ინდივიდის პორტრეტს ხატავს, როგორც „კოგნიტურად ძუნწ“
(Fiske & Taylor, 1991) არსებად. რაც ნიშნავს
იმას, რომ ჩვენ როგორც წესი ვფიქრობთ რამდენადაც შესაძლებელია ცოტას. გვაქვს რა გარკვეული რწმენები და იდეები, მივყვებით მათ და ვცდილობთ ენერგია შემოვინახოთ შედარებით რთული სიტუაციების გასაანალიზებლად. აქედან გამომდინარე, ნორმალურია ვიფიქროთ, საჭიროა თუ არა ყველა სიტუაციაში რაციონალურობა გადაწყვეტილების მიღების მომენტში? ვიყენებთ კი მას, ასე ხშირად, ჩვეულებრივ, ყოფით სიტუაციაში?


როგორც ცნობილია, ალტერნტივებს შორის არჩევანის გაკეთება შემთხვევათა უმრავლესობაში იმპულსურად, სპონტანურად მიმდინარეობს.
ეს კი განპირობებულია იმით, რომ ადამიანებს გარესამყაროსადმი აქვთ შემეცნებითი, ემოციონალური და ქცევითი დამოკიდებულება. ისინი იმეცნებენ სამყაროს, რასაც იმეცნებენ ის იწვევს გრძნობებს და ამის შესაბამისად ახორციელებენ
ქცევებს. ამ პროცესის განხორციელებამდე შემფასებელი ცნობიერ თუ არაცნობიერ დონეზე წყვეტს მოსწონს თუ არ მოსწონს სიტუაცია, მოვლენა ან საგანი რომლის შესახებაც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შეფასებისას გადამწყვეტ როლს პირველი შთაბეჭდილება ასრულებს. თუ ინდივიდს, საგანს, მოვლენას მიეწერა რომ ის არის სასიამოვნო, ავტომატურად თავსდება „კარგის“ კატეგორიაში. ამიტომ მათი თვისებების აღქმა ხდება ამ შეფასების შესაბამისად. „ცუდის“ კატეგორიაში მყოფებთ - კი პირიქით უარყოფით თვისებებს ვაკუთვნებთ.

როგორც აღმოჩნდა, ადამიანთა შეფასებაში გადამწყვეტ როლს გუნება-განწყობა ასრულებს. გრძნობების სოციალურ კოგნიციაზე გავლენისადმი მიღვნილი გამოკვლევების ანალიზს გვაძლევს ისენი (Jsen, 1984). მისი კვლევების თანახმად, ადამიანები, რომლებიც კარგად გრძნობენ თავს, უფრო კარგ შემთხვევებს იხსენებენ, აქვთ უპირატესობის მინიჭების ტენდენცია, დადებითად აფასებენ საგნებს, მოვლენებს, ადამიანებს და ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მომავლის მიმართ.
სოციალურ კოგნიციაში გრძნობების მნიშვნელობის საკითხების
ახსნას გვთავაზობს ბერონიც (Baron, 1987), რომლის თანახმად გუნება-განწყობილება განაპირობებს იმას თუ როგორ შეფასებით დამოკიდებულებას გამოავლენს ადამიანი.

იმის დასადგენად, მართლაც ახდენს თუ არა გუნება-განწყობა გავლენას ადამიანის კოგნიციაზე, კერძოდ კი სხვათა შეფასებაზე, გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა.

imageკვლევა ექსეპერიმენტული მეთოდით განხორციელდა, რომელშიც
მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჰუმანიტარული, იურიდიული, სოციალურ-პოლიტიკური და
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის) 30-მა სტუდენტმა (მდედრობითი
- 15, მამრობითი -15), ცდისპირები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადანაწილდნენ 3 ჯგუფში. ემოციების „წარმოსაქმნელად“ გამოვიყენე მუსიკა (როგორც მაჟორული, ასევე მინორული); ამავდროულად,
ექსპერიმენტული პირობისათვის, ასე ვთქვათ, „ვქმნიდი სიტუაციას“ რომელიც, ვფიქრობ, შესაბამის დადებით/უარყოფით ემოციურ
მდგომარეობას იწვევდა ცდის პირებში. კერძოდ, სიტყვიერი ინსტრუქციის მიწოდების საფუძველზე ვთხოვდი წარმოედგინათ და გაეხსენებინათ ბოლოდროინდელი მოვლენა, რომელმაც სიხარული მოჰგვარა მათ (მეორე პირობაში სევდის მომგვრელი სიტუაციით „მანიპულირება“ ხდებოდა). შემდგომში მიეწოდებოდათ უცნობი ადამიანების ფოტოები, რომლებიც უნდა შეეფასებინათ დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური მნიშვნელობის მქონე ზედსართავი სახელებით.

აღმოჩნდა, რომ იმან თუ როგორ გუნება-განწყობაზე იყო ადამიანი გავლენა მოახდინა მათ მიერ სხვათა შეფასებაზე. შემთხვევათა 80%-ში დადებითი ემოციებით მანიპულირებად სიტუაციაში ცდის პირები დადებითი მნიშვნელობის მქონე ზედსართავი სახელებით ახასიათებდნენ ფოტოებზე გამოსახულ ადამიანებს.

ვხედავთ რა გუნება-განწყობის მნიშვნელოვან როლს, გასაკვირი არაა რომ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მიერ შექმნილი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც განპირობებულია შინაგანი ფაქტორებით შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.



0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
56