სხვა "ასტონ მარტინი"-ის უახლესი მოდელი AM 310 2012, 30 მაისი, 21:13 იტალიაში, ტბა კომოსთან გამართულ ვილა დე ესტეს ელეგანტურობის კონკურსზე, ერ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გახდა "ასტონ მარტინის" კონცეპტუალური პროექტი AM310, რომელიც მალე ჩაანაცვლებს DBS-ის მოდელს.უფრო მეტიც, შოუზე წარმოდგენილი ექსპონანტი უბრალო კონცეპტუალური მოდელი კი არა, ახალი ავტომობილის წინასერიული ვერსია აღმოჩნდა.
კონცეპტუალური ავტომობილი აგებულია სრულიად ახალ პლატფორმა VH-ზე, რომლის დამზადებისას, უხვადაა გასმოყენებული ალუმინი და კარბონი.სხვათა შორის, შასის შექმნისას, ბრიტანული კომპანიის ინჟინრებმა კარბონის კომპოზიტი პირველად სუპერ ავტომობილ "ვან-77" გამოიყენეს.ამავე ავტომობილის სტილში შესრულდა ამ310-იც.მათ შორის განსაკუთრებული მსგავსება უკან მკვეთრად დახრილ სახურავსა და შევიწროებულ კაბინას ეტყობა.
შევიწროებული კაბინისა და უკანა საბორბლე თაღებს შორის გადასვლა ხაზს უსვამს კონცეპტალური ავტომობილის სიმძლავრესა და დინამიურობას.
"ასტონ მარტინი" ამ310-ის შესახებ ბევრ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.მხოლოდ ის გამოაცხადა, რომ კაპოტქვეშ მოთავსებული 6.0-ლიტრიანი ვ12 ძრავი და რომ შასისა და ძარის წარმოებისას გამოყენებულია კარბონის კომპოზიტი.ძრავის მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის უფრო მძლავრი იქნება, ვიდრე DBს-ზეა (550 ცხენის ძალა).
გარდა ამისა, DBს-ის შემცვლელი, მის წინამორბედზე მსუბუქიც იქნება. სავარაუდოდ "ასტონ მარტინი" AM310-ის მსოფლიო პრემიერას პარიზის მოტორ შოუზე ჩაატარებს, მის მონაცემებს კი პრემიერამდე ცოტახნით ადრე გამოაქვეყნებს. 142 5-ს მოსწონს
|