x
image
მთვრალი12
გასაუბრებაზე დასმული 5 ლოგიკური ამოცანა დიდი კომპანიების მიერ

image. ლოგიკური ამოცანები

1)კითხვა GOOGLE-სგან : გვაქვს ზუსტად 8 ერთნაირი ვიზუალის ბურთი, როგორ გავიგოთ რომელი ბურთია მძიმე ამ ბურთებიდან, თუ მხოლოდ 2ჯერ აწონვის უფლება გვაქვს?

2)კითხვა ADOBES-სგან : გვაქვს 50 მოტოციკლი სავსე ბაკით, ამასთან ცნობილია, რომ თითო მოტოციკლი სავსე ბაკით გადის 100 კილომეტრს, როგორ გამოვიყენოთ ეს 50 მოტოციკლი, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ(თავიდან ერთ წერტილში იმყოფებიან)

3)კითხვა APPLE-სგან : ჩვენ წინაშეა 2 კარი.ერთ კარს საგანძურამდე მივყავართ, მეორეს-სასიკვდილო ლაბირინთისკენ.ორივე კართან დგას მცველი და ორივე მათგანმა იცის რომელი კარი მიდის საგანძურამდე.ერთი მცველი ყოველთვის იტყუება, მეორე კი არასდროს და არ ვიცით რომელი მცველი იტყუება.მხოლოდ 1 კითხვის დასმის უფლება გვაქვს მხოლოდ ერთი მცველისთვის.რა კითხვა უნდა დავუსვათ მცველს, რომ გამოვარკვიოთ რომელი კარია საგანძურისკენ მიმავალი?

4)კითხვა MICROSOFT-სგან : გვაქვს ულევი რაოდენობა წყალი და ერთი5 ლიტრიანი, ერთი 3 ლიტრიანი ჭურჭელი.როგორ გადავზომოთ 4 ლიტრი?

5)კითხვა MARLBORO-სგან : გვაქვს 2 თოკი, თითოეული ისეთი სიგრძისაა, რომ ერთ ბოლოში ცეცხლის მოკიდებისას ის დაიწვება ზუსტად 60 წუთში.გვაქვს ასანთის მხოლოდ 1 ყუთი, როგორ უნდა გადავზომოთ ზუსტად 45 წუთი ორივე თოკის გამოყენებით? (თოკის გაწყვეტა არ შეიძლება)

პასუხები დაიდება კომენტარებში

3
850
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
850
  
2016, 19 თებერვალი, 13:31
საინტერესოა
2016, 19 თებერვალი, 13:30
პასუხები : 1)ავიღოთ 6 ბურთი და გავანაწილოთ 3-3.ავწონოთ,თუ რომელიმე მხარე უფრო მძიმე იქნება,შემდეგ იმ სამიდან ნებისმიერი 2 ავწონოთ,თუ სხვადასხვა წონაა ესეიგი სწორედ ესაა მძიმე ბურთი,თუ არადა,მესამე ბურთი.3-3 აწონვის დროს თანაბარი წონის შემთხვევაში ავწონით დარჩენილ ორს და გავიგებთ რომელია უფრო მძიმე.
2)ყველა მოტოციკლით გავიაროთ 50 კილომეტრი,ცხადია ბაკი ნახევრად დაცარიელდება.შემდეგ გადმოვასხათ დანარჩენი მოტოციკლებიდან საწვავი და დარჩენილი 25 მოტოციკლით გავიაროთ 50 კილომეტრი და ა.შ...
3)მეორე მცველის აზრით,რომელი კარია სწორი? ყველა შემთხვევაში პასუხი მცდარი კარისკენ იქნება და ავირჩევთ მეორე კარს.
4)გავავსოთ 5 ლიტრიანი და ჩავასხათ 3-ში.დაგვრჩება 2 ლიტრი.გავათავისოფლოთ 3 ლიტრიანი და ჩავასხათ ეს 2 ლიტრი ახლა ისევ გავავსოთ 5 ლიტრიანი და გადავასხათ 3 ლიტრიანში სადაც უკვე ასხია 2 ლიტრი,ანუ აკლია 1 ლიტრი,შესაბამისად დაგვრჩება 4 ლიტრი
5)ერთ თოკს ცეცხლი ეკიდება ორივე ბოლოდან,ამასთან ერთად ცეცხლი ეკიდება ასევე მეორე თოკსაც მაგრამ მხოლოდ 1 ბოლოდან.როდესაც 1 თოკი მთლიანად ჩაიწვება გასული იქნება 30 წუთი,ამასთან მეორე ნახევრად დამწვარი იქნება და მოვუკიდოთ მის მეორე ბოლოსაც გამოვა ზუსტად 45 წუთი
2016, 19 თებერვალი, 13:07
დადე აბა პასუხები
0 1 3