შემადგენლობა:
300 გ. ქამა სოკო;
ერთი თავი ხახვი;
4 ცალი პომიდორი;
რეჰანი 1 კონა;
მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
გაასუფთავეთ სოკო და ხახვი, დაჭერით პომიდორი.
დიდ ტაფაში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ხახვი, დაამატეთ სოკო და პომიდორი.
დაუწიეთ ცეცხლს და მოთუშეთ კიდევ 20 წთ თავდახურული, დროდადრო მოურიეთ.
დაამატეთ მარილი, პილპილი, რეჰანი და კიდევ აურიეთ.
რაგუ შეგიძლიათ მიიტანოთ ბრინჯთან ან მაკარონთან ერთად.
შეგიძლიათ ზევიდან მოაყაროთ გახეხილი ყველი.