შოუბიზნესი რატომ დაარქვეს ტელესერიალებს - "საპნის ოპერების" სახელი? 2016, 18 თებერვალი, 17:37 ალბათ არ იცით, რომ სერიალების ყიდვა ქართულ ტელეკომპანიებს არც თუ ისე იაფი უჯდება. ფასები განსხვავებულია და ის დამოკიდებულია: სერიების რაოდენობაზე, გადაღების დროზე, რეიტინგზე, ენაზე და ა.შ.
ერთი სერიალი შეიძლება სხვადასხვა ფასად შეიძინოს ქვეყანამ, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიასა და თქვენ წარმოიდგინეთ ენაზეც. თუ რა თანხა გადაიხადა ამა თუ იმ ტელეკომპანიამ ამა თუ იმ სერიალში ამ თემაზე ვრცელ მასალას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ, მანამდე კი საინტერესო ფაქტი საპნის ოპერების შესახებ.
პირველი ტელენოველა 1930-იან წლებში ამერიკაში შეიქმნა და მას კომერციული დატვირთვა ჰქონდა. ტელევიზიის მიზანი იყო, ქალებისთვის სასიამოვნო და მარტივად აღსაქმელი სამყარო შეექმნათ. მათ საშუალება უნდა ჰქონოდათ, სერიალის ყურების პარალელურად საოჯახო საქმე ეკეთებინათ, შუალედებში კი, სარეცხი ფხვნილის რეკლამა ენახათ. სწორედ ამიტომ დაერქვა სერიალს - "საპნის ოპერა" . პ.ს. თუ დაუკვირდებით, საქართველოშიც თითქმის ყველა ტელესერიალის სარეკლამო ჭრების დროს შეხვდებით სარეცხი საშუალებების ბრენდების რეკლამებს. 159 9-ს მოსწონს
|