ხელოვანი რომლის ნამუშევრებსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ, ჩინეთში მოღვაწე უკრაინელი ფოტოგრაფია (კატარინა ბლაზეივსკაია). ის თავისი ხელოვნებით ცდილობს რაც შეიძლება მეტი გრძნობა გადმოსცეს.
"მოხარული ვარ, რომ შემიძლია წარმოგიდგინოთ ჩემი ნამუშევრები, ეს არის ერთგვარი "მიქსტურა" ფოტოგრაფიის, ციფრული ხელოვნების და ჩემი ოცნებებისა თუ სიზმრების", აცხადებს ის.
დაახლოებით ათი წელია, რაც ის პროფესიონალურ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობს. მისი აზრით, ჩვეულებრივი სტუდიური ფოტოგრაფია მოსაწყენია, რადგან მასში არ არის გრძნობები და ემოციები საკმარისი რაოდენობით. მას სურს შექმნას რაღაც ახალი, ახალი ამბავი ფოტოსურათებში, რომელთა გაერთიანებითაც ახალ სამყაროს ქმნის და ეს არაჩვეულებრივია...