x
image
ციცი
Mediator image
ორსული ქალისთვის ცნობილი გახდა, რომ განუკურნებელი სენით იყო შეპყრობილი. და აი, ვინ გადაარჩინა იგი სიკვდილს...
image
დედამ და შვილმა ერთმანეთს ერთდროულად აჩუქეს სიცოცხლე! საოცარი ისტორია...

შვილის დაბადება ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როცა პატრიციამ და ლუიჯმა გაიგეს, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაგრამ ცხოვრებას უყვარს უსიამოვნო სიურპრიზები ყველაზე შეუფერებელ დროს...

სისხლის ანალიზის შემდეგ, წყვილს აცნობეს, რომ პატრიციას ჰქონდა ლეიკემია.

ეს დღე ქალისთვის ყველაზე საშინელი დღე იყო ცხოვრებაში. ახალგაზრდა წყვილი, ის იყო მოემზადნენ იმისთვის, რომ წინ ხანგრძლივი და ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ელოდათ, რომ ერთ წუთში მთელი მათი ოცნებები დაიმსხვრა. ექიმები ურჩევდნენ პატრიციას ორსულობის შეწყვეტას, მაგრამ მან ეს არ ჩაიდინა...


სიკვდილის ზღვარზე მისულმა ქალმა, შემთხვევით წაიკითხა სტატია იმის შესახებ, რომ ჭიპლარის სისხლით უამრავ დაავადებებს კურნავდნენ. მისდა სასიხარულოდ, ამ დაავადებებს შორის იყო ლეიკემიაც. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, პატრიციამ გადაწყვიტა გამოეცადა საკუთარ თავზე ეს საკმაოდ სარისკო მკურნალობის მეთოდი.image

პატრიციას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, მაგრამ მისი დღენაკლული გოგონა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქალის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მისი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. 20 დღიანი ბრძოლის შემდეგ დადებით შედეგს მიაღწიეს. მკურნალობიდან რამოდენიმე დღის შემდეგ პატრიცია საავადმყოფოდან გამოწერეს. ახალგაზრდა დედის ძვლის ტვინი აღდგა ღეროვანი უჯრედების წყალობით.image

"მე მივეცი სიცოცხლე ჩემს გოგონას და ამავე დროს მან გადამარჩინა მე!"

პატრიცია მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს. ასეთი ისტორიების მოსმენისას რწმუნდები, რომ უკეთესი მომავლის იმედი არ უნდა დაკარგო.

0
156
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0