რელიგია ყველაზე საშიში ეკლესია მსოფლიოში (ადგილი,სადაც მოჩვენებები ცხოვრობენ). 2016, 18 თებერვალი, 0:42 ![]() სიბნელე, სიცივე, სასაფლაო...შიშისგან ტანში ჟრუანტელი გივლის. შედიხარ შიგნით და ხედავ აჩრდილებს.ზიან თეთრ სამოსიანები სკამებზე, დგანან საკურთხეველთან და კათედრასთან ახლოს. ხოლო სიჩუმე, რომელიც შენობას ავსებს, ისმის აფეთქების ხმაზე უფრო ხმამაღლა. ![]() ეს ეკლესია ააშენეს 1352 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის პატარა ქალაქში. გასული საუკუნის 60–იან წლებში ის სრულიად გაპარტახდა. ![]() ამის მიზეზი იყო ჩამოშლილი სახურავი, რომელიც პიდაპირ დასაფლავების ცერემონიის დროს ჩამოინგრა. ეკლესიის სარემონტო ფული არ ჰქონდათ. ამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მტკიცედ სჯერა, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. ამის შემდეგ აქ იშვიათად თუ ვინმე შეივლიდახოლმე. ![]() მაგრამ, მხატვარმა იაკობ ჰადრავამ გადაწყვიტა ისტორიული შენობისთვის ძველი პოპულარობა დაებრუნებია. მან დანგრეული ეკლესია გადააქცია განსაცვიფრებელ არკ- ობიექტად. ახლა ეკლესიის სკამებზე მრევლის ნაცვლად ზიან უსახო და მდუმარე თეთრი სილუეტები. ![]() ფიგურები იმ გერმანელი ჯარისკაცების აჩრდილების სიმბოლოებია, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოდიოდნენ ამ ეკლესიაში. მხატვარი ამგვარად ცდილობს გვითხრას, რომ ამ ადგილს აქვს ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. ![]() აჩრდილები, რომლებიც ჰადრავმა შექმნა, გაშინებს და თან გხიბლავს. ![]() ![]() ![]() ![]() ეხლა, რაც ეკლესიაში აჩრდილები დასახლდნენ, ის ძალიან პოპულარული გახდა. აქ მოდიან არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ ტურისტებიც. ფული, რომელიც ექსკურსიებიდან შემოდის, გეგმავენ დახარჯონ ეკლესიის რემონტზე. ჯერ არაა ცნობილი, რესტავრაციიც შემდეგ რა ბედი ეწევათ აჩრდილებს. შესაძლებელია ისინი სამუდამოდ გაქრნენ... 933 13-ს მოსწონს
|