x
image
alex999
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ვეფხვის შესახებ!
ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1, 4-2, 8მ, კუდის — 0, 6-1, 1მ, წონა 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურიისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, მაგრამ ერთხელ, XVIII საუკუნის დამლევს სოფ. ახმეტის მახლობლად მოკლეს, მეორედ 1922 წელს თბილისის მახლობლად, სოფ. ლელობთან.


ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2-3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2-4 ბოკვერს.


image


ახლა ვნახოთ 10 საინტერესო ფაქტი ვეფხვების შესახებ! - ეს საინტერესოა...




1. ვეფხვებს იმდენად ძლიერი ფეხები აქვთ, რომ როდესაც იღუპებიან, მაშინაც

კი რამოდენიმე საათი ძირს არ ეცემიან. კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენელის წონა 550 კილოგრამამდე აღწევს.


image


2. თუ სადმე შეხვდით ვეფხვს, ძალიან არ შეშინდეთ, ჩახედეთ მას თვალებში,

რათა გადარჩენის შანსი გქონდეთ.


image


3. თუ ვეფხვს თვალებში ჩახედავთ და რამოდენიმე წამის განმავლობაში

თვალს გაუსწორებთ, მაშინ ვეფხვი ხვდება, რომ თქვენ მისი მორჩილი ხართ.

აქედან გამომდინარე ის უკვე სხვა ნადირს ეძებს.


image


4. ინდოეთში ტყეში შესვლისას სახის ფორმის ნიღბებს იკეტებენ თავზე, რათა თავდასხმა აიცილონ.


image


5. ვეფხვის ბოკვერები დაბადებიდან ერთი კვირის განმავლობაში უსინათლოები

არიან.


image


6. ვეფხვის ნერწყვი არის ანტისეპტიკური სითხე, რომელიც ხელს უშლის

მიკროორგანიზმების და ბაქტერიების გავრცელებას.


image


7. ძირითადად ვეფხვი ადამიანს არ განიხილავს, როგორც საკვებს. მისი თავდასხმა ან პროვოკაციითაა გამოწვეული ან კიდევ ვეფხვის ცხოვრების არეალში სხვა საკვები არ მოიპოვება.


image


8. ვეფხვის სირბილის სისწრაფე 60 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო ნახტომის სიგრძე 5-6 მეტრს. ვეფხვს შეუძლია სხვა ცხოველების ხმის იმიტაცია. ვეფხვები დამოუკიდებლად ცხოვრობენ.



image


9. სხვა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ვეფხვი

საკვების მხრივ არის დამთმობი. მამალი ვეფხვები საკვებს დედალ ვეფხვებს და პატარებს უთმობენ.


image


10. ვეფხვის ხმა ისევე უნიკალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდი, სხვა კატისებრებისაგან განსხვავებით ვეფხვებს ძალიან უყვათ წყალი.


image















იმედია მოგეწონებათ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





0
2569
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0