შოუბიზნესი ირინა ონაშვილისა და ლადო ვარძელაშვილის ოჯახური იდილია 2012, 30 მაისი, 17:26 "მის საქართველო 2003"-ირინა ინაშვილი და, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის", ლადო ვარძელაშვილის ოჯახს უკვე ოთხი თვეა, რაც პატარა საბა შეემატა.როგორც ბავშვის მშობლები აღნიშნავენ, პატარა დედას ჰგავს. წყვილს ერთად თანაცხოვრების პერიოდში, ურთიერთობაში არ ჰქონიათ გამოუვალი სიტუაცია. ლადო და ირინა კიდევ აპირებენ ბავშვის გაჩენას. შეგახსენებთ, რომ ლადო ვარძელაშვილს პირველ მეუღლესთან ორი შვილი ჰყავს. ირინა: “შევსებული ოჯახი ვართ და ერთმანეთის მიმართ ბევრი სიყვარული გვაქვს. ის მოსაზრება, რომ ამ გრძნობას გადანაწილება სჭირდება, სისულელეა. ადამიანის გულში ყველას თავისი ადგილი აქვს. შეიძლება ჩემი გულის უფრო დიდი ნაწილი საბასია, მაგრამ ლადოსიც არის". 2654 6-ს მოსწონს 1-ს არა
|