ცხელი კერძი :2 ულუფა
სამარხვო
წიწიბურა-125გ
ხახვი-1 ცალი
სტაფილო-1 ცალი
ქამა სოკო ახალი -300 გ.
რაფინირებული ზეთი
მომზადება: სოკო გარეცხეთ, გაჭერით, ხახვი და სტაფილო დაჭერით.
აადუღეთ 1, 5 ჭიქა მარილიანი წყალი პატარა ქვაბში.
სანამ წყალი ადუღდება, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და ძლიერ ცეცხლზე მოთუშეთ ხახვი, სტაფილო და სოკო, დაუწიეთ ცეცხლს და მოთუშეთ 5 წუთი ან სანამ ხახვი ოქროსფერს მიიღებს, ხოლო სოკო დარბილდება.
ადუღებულ წყალში მოხარშეთ წიწიბურა, არ გადახარშოთ, მზა მასა ჩაყარეთ ტაფაზე და სწრაფად მოთუშეთ, თან აურიეთ.
მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან