სამოქალაქო ფოტოგრაფის თვალით დანახული რეალური სისასტიკე ქალის მიმართ! 2016, 16 თებერვალი, 16:52 სარა ნაომი ლევკოვიცი არის ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც ყოველდღიურად
ქუჩაში სიახლეების მოძიების მიზნით დასეირნობს. ერთ დღესაც, როდესაც
ლევკოვიცმა გადაწყვიტა ციხიდან ახლად გამოსულ პატიმრის ცხოვრების
აღწერა, შოკისმომგვრელი ფაქტის შემსწრე გახდა.
საზარელი მოვლენა განვითარდა აშშ-ში. ქუჩის ფოტოგრაფი, ნაომი ლევკოვიცი შემთხვევით წააწყდა პატიმრის გათავისუფლებას და გადაწყვიტა, მისი თავისუფლების პირველი დღე ჩუმად გადაეღო. ყოფილ პატიმარს დახვდა მეუღლე, წყვილმა ერთმანეთი თბილად მოინახულა. ჩაეხუტნენ, აკოცეს და მოულოდნელად ქმარმა ღრიალი დაუწყო მეუღლეს. ამ ყველაფერეს ლევკოვიცი აფიქსირებდა. როდესაც ავტომობილში ჩასხდნენ, ლევკოვიცის კადრებს თუ დააკვირდებით დარმუნდებით რომ ყველაფერი რიგზე არაა, მოწყენილი ქალი კვლავ ილანძღება მეუღლის მხრიდან... როდესაც ისინი სახლში მივიდნენ... ყოფილ პატიმარმა სახლში მისვლისთანავე, მეგობრების და შვილების თანდასწრებით მეუღლეს დაუწყო ძალადობა და ცემა. ფაქტით შეწუხებულმა მეგობრებმა პოლიციას დაუძახეს, მათ ვერ შეძლეს ციხიდან ახლად გამოსული პატიმრის შეჩერება, სხვა გზა არ დარჩათ..... პოლიცია ადგილზე მალევე მივიდა. თავდაპირველად მამაკაცი სხვა ოთახში გადაიყვანეს... ქალის და მეგობრების ჩვენებით უკმაყოფილო პოლიციას, მოულოდნელად გამოჩენილმა ფოტოგრაფმა, ნაომი ლევკოვიცმა ფაქტის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა... დაკავებული პიროვნება, სასამართლოს განაჩენის შედეგად ისევ საპყრობილეში ჩასვეს... ფოტოგრაფის მადლიერი ქალი, ზუსტად ერთ კვირაში მეუღლეს ოფიციალურად დაშორდა. დაპატიმრებულ მამაკაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსგავსი სიტუაციები ამერიკაში, ბოლო წლებში ძალიან გახშირდა. ფოტოგრაფი ნაომი ლევკოვიცი ფაქტით გაოგნებულია, მას სურდა თავისუფლებას მონატრებული, ახლად გამოსული პატიმრის ცხოვრების აღწერა, მაგრამ ქალის მიმართ სისასტიკის მოწმე გახდა... ლევკოვიცი თავის საქციელით ამაყობს და თვლის რომ მან კიდევ ერთ ქალს დაუბრუნა ცხოვრების ხალისი. 1100 9-ს მოსწონს
|