ტექნოლოგიური სიახლეები კომპანია VISA-ს ახალი რეგიონალური მენეჯერი ეყოლება საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში 2016, 16 თებერვალი, 10:41 კომპანია Visa (NYSE:V), გლობალური ლიდერი გადახდების სფეროში, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დმიტრო კრეპაკი 2016 წლის 15 თებერვალს დაინიშნა უკრაინის, საქართველოს და სომხეთის რეგიონალურ მენეჯერად. დმიტრო ამ დრომდე უკრაინის რეგიონალური მენეჯერის მოვალეობას ასრულებდა, ახლა კი მას კომპანიის რეორგანიზებული გუნდის მართვა დაევალება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. “საქართველოს და სომხეთის უკრაინასთან გაერთიანება, ერთიან მენეჯმენტის სისტემაში, თითოეული ქვეყნისათვის იქნება უდიდესი სარგებლის მომტანი, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა გადახდების ახალი ტექნოლოგიების სფეროში უკვე დაშვებულ შეცდომებზე ისწავლონ და ისარგებლონ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებით ერთიანი მენეჯმენტის გუნდის არსებობიდან გამომდინარე“, აცხადებს მენდი ლემბი, რეგიონალური მენეჯერი დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „საქართველო და უკრაინა რეგიონში ყველაზე წარმატებულები აღმოჩნდნენ ტექნოლოგიების ათვისებისა და დანერგვის მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ეს სამივე ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებსა და სავაჭრო პარტნიორებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო დააჩქარონ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ფულის უფრო საიმედო, უსაფრთხო და ინოვაციური გადახდის ფორმების დანერგვა და პოპულარიზაცია“. დმიტრო კრეპაკი პასუხისმგებელი იქნება უკრაინის, საქართველოს და სომხეთის ერთიანი სტრატეგიის, ბიზნეს განვითარების, რესურსების ოპტიმიზაციის და კლიენტებთან, მარეგულირებლებთან და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ხანგრძლივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების მიმართულებებზე, რათა მოხდეს უნაღდო გადახდების სფეროს განვითარება სამივე ქყეყანაში. 56 შეფასება არ არის
|