რუსთავი 2 კერძო სატელევიზიო კომპანიაა საქართველოში. ტელეარხი შეიქმნა 1994 წელს და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ოპოზიციური მიმართულება ეჭირა. იმდროინდელმა მთავრობამ ტელეარხის დახურვა რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ — ტელეარხი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა. ტელეარხის თავდაპირველი მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ნიკა ტაბატაძე. 2004 წლის ივლისიდან 2005 წლის დეკემბრამდე აჭარელი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეარხის 90%-ს ფლობდა.
"რუსთავი 2" ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქ-შოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში. ამჟამად მისი მფლობელები არიან ლევან ყარამანიშვილი - 90% და გიორგი გეგეშიძე - 10%, გენერალური დირექტორი კი უკვე ყველასათვის ცნობილი ნიკა გვარამიაა. მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85%-ს შეუძლია. ნიკა აქტიურია მიმდინარე თემებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირებით და სრულიად მოურიდებლად ავრცელებს მათ საკუთარი facebook-ის გვერდზე პოსტების საშუალებით. რამოდენიმე საათია მან ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:
წარმავალი კლასის წარმომადგენელ ორ ფუყე თავთავს ვეხმაურები:
1. სოხუმელი ვარ (და ვიღაცის გაგებით, სოფლელი) და რასაც მივაღწიე, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. არასდროს არავინ არაფერში არ დამხმარებია. იოტისოდენითაც კი. მიდი, აბა შემეჯიბრე შენ და შენი ვაკელობა. მიდი, აბა "სოფლელ" ბარბარე სამხარაძეზე და გიორგი ნაკაშიძეზე უკეთ იმღერე. პრეტენზიულო და ფუქსავატო უნიჭო. ყველაფერში უნიჭო.
2. სტუდენტობაში, გაჭირვებული და ღატაკი ლტოლვილი რომ ვიყავი, ოფიციანტად მუშაობა ჩემი ოცნება იყო. აუხდენელი. თავი რომ გამომეკვება და დედისთვის მომევლო (მამაჩემი ზვიადისტობის მოტივით გადახვეწეს ამ ქვეყნიდან), სწავლის პარალელურად, ყველაფრის კეთება მიწევდა - აბიტურიენტების მომზადებიდან დაწყებული (სუფთა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო), მშენებლობებზე აგურების თრევით და ვაგზალზე სხვისი ბარგის გადატანით დასრულებული. უწესიერესი მშობლები მყავდა, რომლებმაც, რაც მთელი ცხოვრება აგროვეს აფხაზეთში, ერთიანად დაკარგეს ყველაფერი და რა ვქნათ, შარლატანი მშობლების ფულებით თუ ვერ წავედი უცხოეთში, იქ რომ მესწავლა, ძლივს დამემთავრებინა, მერე რუსეთში გაუგებარი მანქანებით ფული მეშოვნა და ისევ ჩემი გზაზე დამყენებელი ამერიკა მეგინებინა.
მოკლედ, თქვენ თავზეც გავიარეთ ჩვენ სოფლელებმა და ოფიციანტება, თქვე დროს აცდენილო, შეუმდგარო უმომავლო ქაჯებო.