"სტენფორდის ციხის" სახელწოდებით ცნობილმა ექსპერიმენტმა გამოავლინა მექანიზმები, რომლებსაც ჩვენში სისასტიკის გამოწვევა შეუძლია.გავიხსენოთ ეს შემზარავი ამბავი. 24 ახალგაზრდა, შეკრებილი ციხე-ლაბორატორიაში, "თამაშობს" ზედამხედველსა და პატიმარს.ექსპერიმენტის პირველივე დღეებიდანვე ზედამხედველები ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას, მაგრამ ფილიპ ზიმბარდო, ფსიქოლოგი, რომელმაც დაიწყო პროექტი, ამას არ ეწინააღმდეგება.
კვირა, 14 აგვისტო.
თავის ხაკისფერ ფორმებში, სასტვებით კისერზე, შავი მზის სათვალით, რეზინის კეტით ქამარზე, ზედამხედველები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან ნამდვილი ზედამხედველებისგან, მზად არიან ექსპერიმენტის დასაწყებად.წინა საღამოს ზიმბარდო, რომელიც ამ ამბავში პატრონის როლს თამაშობს, მათ რამდენიმე მითითებას აძლევს:იმოქმედონ რამდენადაც შეიძლება ბუნებრივად და შეინარჩუნონ წესრიგი ფიზიკური ძალადობის გარეშე.ამ კვირა დილას ისინი მზად არიან პატიმრების “მისაღებად, რომლებსაც არაფრის ჩაცმის უფლება არ აქვთ, გარდა თეთრი ნომრიანი პერანგისა.ამიერიდან მათ აღარ ჰქვიათ გლენი ან პილო;ისინი არიან პატიმარი “3401" ან “5704".კოჭზე მობმული აქვთ ჯაჭვი.ყოველივე ამის შემდეგ როგორ არ იგრძნობ თავს ნამდვილ პატიმრად! ამან გაამართლა კიდევაც.
ორშაბათი, 15 აგვისტო.
მცველებმა დაიწყეს პატიმრების დასჯა:პროფესორის მითითებების მიუხედავად, წამოყარეს პატიმრები საწოლებიდან და 10, 10, 30 აჭიმვა გააკეთებინეს.ნელ-ნელა დაძაბულობა მატულობს და დილას პატიმრები თავიანთ კამერებში ბარიკადებს აწყობენ.ამ აჰანყების საპასუხოდ ზედამხედველებიც არ იხევენ უკან:თავიანთ საწოლებზე მიჯაჭვულ პატიმრებს წუწავენ ცეცხლსაქრობით, აგდეენ კარცერში, სადაც ზოგიერთი დიდხანს რჩება.ეს უკვე ზედმერია დუგისთვის, ანუ “8612"-ისთვის:“მე მეტი აღარ შემიძლია!"-ღრიალებს ის თავის საპყრობილეში.კომედიაა თუ ნერვების თამაში?ზიმბარდომ არ იცის, რა იფიქროს:ყველაფერი ეს მისთვის ძალიან სწრაფად განვითარდა.მაგრამ ჯგუფი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ დუგმა დატოვოს ექსპტეიმენტი.
სამშაბათი, 16 აგვისტო.
ციხეში სიმშვიდე აღსდგა, მაგრამ პატიმრები დათრგუნულები არიან იმ ახლის ჩათვლით, რომელმაც დუგი შეცვალა.საკანი ნამდვილი საღორეა. რა თქმა უნდა, აჯანყებულების დასასჯელად ზედამხედველებმა შეზღუდეს ტუალეტში შესვლა.თავის მხრივ, ზიმბარდო დაარწმუნეს, რომ გათავისუფლებული პატიმარი, დუგ, შეეცდება გააპაროს თავის მეგობრები და ჩაშალოს ექსპერიმენტი.ატმოსფერო პარანოიდულია.
ოთხშაბათი, 17 აგვისტო.
ციხეზე თავდასხმა არ განხორციელდა, მაგრამ შიდა განწყობილება არ იცვლება უკეთესობისკენ.ზედამხევდელები სულ უფრო დიდ ფანტაზიას იჩენენ თავიანთი სანქციების გატარებაში:ისინი აიძულებენ პატიმრებს ვირობანას თამაშს, ან აჭიმვას.ეს ძალიან დამამცირებელია, როდესაც გაცვია მხოლოდ პერანგი საცვლების გარეშე, ან როდესაც ზურგზე კიდევ ორი ადამიანი გაზის.ახალ პატიმარს, სტუარტს, საშინელი ნერვული შეტევა აქვს.ზიმბარდო ამჯერად უყოყმანოდ ათავისუფლებს მას.ორი წარუმატებლობა სამ დღეში!და მაინც, ეს არ არყევს მკვლევარის შემართებას.
ხუთშაბათი, 18 აგვისტო.
არც ზედამხედველებისთვის შეცვლილა რამე:ძალადობის ესკალაცია მთლი დღის განმავლობაში გაგრძელდა.მრავალჯერადი უსამართლო დასჯის შემდეგ ორი ახალი პატიმარი, უკიდურესაც განერვიულებული, გაშვებას ითხოვს.ეს ზიმბარდოსთვისაც არ არის კარგი დღე:მისი მეგობარი ქალი, რომელიც ლაბორატორიაში მის მოსანახულებლად მოვიდა, შეძრწუნებულია ნანახით.ზიმბარდოს მოლოდინი არ მართლდება.ორიგინალური ექსპერიმენტის გამო მილოცვის ნაცვლად, მეგობარი მას ეუბნება:“ის, რის ატანასაც შენ ამ ახალგაზრდებს აიძულებ, საშინელებაა!"მკვლევარი შეწუხებულია, მაგრამ ის მაინც არ ფიქრობს ექსპერიმენტის შეწყვეტას, სანამ ზედამხედველების ახალი გამოგონების შესახებ არ გაიგებს:ისინი აიძულებენ პატიმრებს, მიბაძონ ცხოველებს შეწყვილებისას.დამცირება და ძალადობა ზღვარს გადავიდა!ზიმბარდო შოკშია მაკონტროლებელი ეკრანის წინ.მეორე დილასვე ის საცდელ პირებს აცნობებს ექსპერიმენტის დასრულების შესახებ.ეს ხდება 9 დღიღ ადრე, ვიდრე ნავარაუდევი იყო!
ამგვარად, ერთი კვირა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩვეულებრივი 9 სტუდენტისგან 9 სასტიკი ზედამხედველი დამდგარიყო.9 სტუდენტი სხვადასხვანაირი ხასიათითა და წარსულით.ზიმბარდოსთვის ეს ფეთქებადი კოქტეილის შედეგია.ავტორიტეტული ფიგურა-ამ შემთხვევაში მეცნიერი -ასახელებს “კარგებსა" და “ცუდებს".შემდეგ “ცუდებს" არაადამიანურად ექცევიან:ართმევენ სახელებს, რათა მხოლოდ ნომრებით მიმართონ და დააბან როგორც ცხოველები.“კარგებს" კი პირიქით, იარაღსა დაძალაუფლებას აძლევენ.“როგორც კი ფორმას ჩაიცვამ და მოგეცმათ როლი, განდობენ ზედამხედველობას, თქვენ აღარ ხართ იგივე პიროვნება.თქვენ უნდა იმოქმედოთ თქვენი ფორმის შესაბამისად".ამას ემატება 3 ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება.პირველ რიგში ეს არის იზოლაცია.უცხო მზერისგან შორს ჩვენ უფრო თავისუფლად ვმოქმედებთ.მეორე, ჯგუფური ეფექტი:ზოგერთს უნდა, როგორც ლიდერი მოიქცეს და სულ უფრო დიდ სისასტიკეს იჩენს.სხვები ემორჩილებიან მას ან ჩუმდებიან.ისინი მზად არიან ინტეგრაციისთვის ნებისმიერ ფასად.და ბოლოს, მოწყენილობა:ამ გამოცარიელებულ სამყაროში სხვას აწამებენ თავის გასართობად.ჯოჯოხეთური სპირალი.
და აი, პირველი ნაბიჯი გადადგმულია:მდგომარეობის გართულება დაიწყო.რა თქმა უნდა, დასაწყისში დანაშაულად არიქმებოდა დაუცველი ადამიანის ცემა.მაგრამ ძალიან მალე, ამას გამართლებაც მოეძებნა და უამრავი გასამართლებელი საბუთიც გაჩნდა:“პატიმარმა შეურაცსყოფა მომაყენა", “ეს ჩემი მოვალეობაა, ამაში მიხდიან ხელფასს", “ეს ექსპერიმენტისათვისაა საჭირო". და ბოლოს, რატომ შევწყვიტოთ, როცა არავინაა წინააღმდეგი, არც კოლეგები, არც შეფი?და ზიმბრადო თავისივე დაგებულ მახეში გაება.6 დღის განმავლობაში მან ამჯობინა გაშუმება იმის მაგივრად, რომ შეეწყვიტა ექსპერიმენტი.6 დღე, რომლის განმავლობაშიც ის ამ ჯოჯოხეთური სპირალის ერთდროულად მოქმედი პირიცაა და მაყურებელიც.2004 წლის მაისის ერთ დღეს, ერაყში აბუ გრაიბის ციხის სურათბის აღმოჩენამ ის შეაშფოთა, სურათები, რომლებზედაც ერთი ამერიკელი სამხედრო ქალი პატიმარს თოკით მიათრევდა როგორც ძაღლს, ან სახეგაბრწყინებული სამხედრო პატიმარს ტაბურეტად იყენებდა, მისთვის ხომ ასეთ ნაცნობი იყო.პროფესორისათვის საქმის ვითარება ნათლია:იგივე პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სტენფორდის ექსპეიმენტის დროს, სინამდვილეში ხდება ერაყის ამერიკულ ციხეში!
ნუთუ ზიმბარდოს მიერ დაყენებული საკითხი ამდენ ეჭვს უნდა იწვევდეს? ნუთუ თითოეული ჩვენგანი ასეთ სიტუაციაში უარესი სისასტიკის ჩადენას ვერ შეძლებდა?მოდით, არ ავჩქარდეთ.აქ სხვა ფაქტორებიცაა ანგარიშგასაწევი.ისეთები, როგორებიცაა ჩვენი პიროვნება ან ჰანათლება:“შეგვიძლია თუ არა არას თქმა, წინააღმდეგობის გაწევა?ასეთ სიტუაციაში ეს გადამწყვეტია", -გვიხსნის ფრანსუაზ სირონი, ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს ძალადობის მსხვერლთა და მოძალადეთა რეაბილიტაციაზე, სხვათა შორის, ის ხაზს უსვამს, რომ “ზიმბარდოს ყველა სტუდენტი ერთნაირად არ მოქცეულა და ისინი არ წარმოადგენენ უმრავლესობას.ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა იმაღ, რომლებიც განცხადებას გამოეხმაურნენ.მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებმაც უარი თქვე ექსპერიმენტში მონაწილეობაზე.შეიძლება იმიტომ, რომ ეს ექსპერიმენტი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგება.მათ შორის უეჭველად არსებობენ ისეთები, რომლებიც შეძლებდნენ გაძლებას".ამ მოსაზრებას ზოგიერთი მეცნიერიც აყენებდა ეჭვქვეშ:როგორ განვაზოგადოთ ამ წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგები?როგორ ვენდოთ მეცნიერთა დასკვნებს, რომლებმაც რელური სიტუაცია “თამაშად" გადააქციეს? ყველაფრის მიუხედავად, ეს ექსპერიმენტი რომელიც 37 წლის წინ ჩატარდა, ისევ ყველას აღელვებს და მისგან გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ბუნებით კარგები ვართ და ვერაფერი გვაიძულებს სისასტიკის ჩადენას.ზიმბარდოს აზრით, ეს საშიშიცაა:“თუ თვალს დავხუჭავთ იმაზე, რომ გარკვეულ პირობებში ჩვენც შეგვიზლია სისასტიკის ჩადენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტი ძალების ხელში აღმოვჩნდით", -ამბობს მეცნიერი.“თუკი, პირიქით, ვაღიარებთ, რომ ბოროტება გადამდებია, ჩვენ უფრო ფხიზლად ვიქნებით და უფრო კარგად შევძლებთ მისგან თავის დაღწევას".
და ბოლოს, გათავისუფლებულები?
“მე ჩემ თავს ვეღარ ვგრძნობდი, პატიმრებს ცარიელი ხელებით ვაიძულებდი ტუალეტების დასუფთავებას.მე მათ პირუტყვებად ვთვლიდი!", -ამბობს ზედამხედველი ვარნიში.პატიმრები, ზედამხედველები, არავინ გადარჩა უვნებელი ამტრავმული 6 დღის შემდეგ.“სხვათა შორის", -ამბობს რობერტ-ვინსენტ ჟული, სოციალური ფსიქოლოგიის ლაბორატორიის დირექტორი, “ამ ექსპერიმენტის ჩატარება დღეს შეუძლებელი იქნებოდა".“გათავისუფლებუს"დღს ზიმბარდომ მოაწყო ყველა პროდაგონისტის დიდი შეხვედრა:ზედამხედველები ბოდიშს იხდიდნენ, პატიმრები ყვებოდნენ გრძნობების შესახებ, შემდგ ზიმბარდომ მათ თავიანთი ამბის დაწერა სთხოვა.რამდენიმე კვირის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვიეოცანაწერის სანახავად შეხვდნენ.ზოგიერთმა აქედან გაკვეთილი გამოიტანა:“იმის გახსენება, თუ რა ადვილად გავითავის ჩემი როლი იმ თვალსაზრისით, რომ თვალი დავხუჭე სხვის ტანჯვაზე, დღეს ჩემთვის გაფრთხილებაა", -ამბობს ჰელმანი, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ზედამხედველთაგანი.“მე ახლა დიდ ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ვექცევი ხალხს".