როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ, თუმცა, ყველაზე მეტჯერ სწორედ გემოვნება გამხდარა დავის საგანი. ჩვენს ქვეყანაში ვერ ცნობენ ნამდვილ,
ღირსეულ, განათლებულ და წარმატებულ ადამიანებს. ასევე, საზღვარგარეთ წასულ და პოპულარულ ქართველებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა არაერთხელ უსახელებიათ და მათგან ბევრ უცხოელს გაუგია ჩვენი არსებობის შესახებ. ბევრი ლამაზი ქართველია წარმატებული ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუმცა, მათი სახელები არც კი ვიცით. სამაგიეროდ ვიცით თამუნა ვაშალომიძე და მისი ისტორია დაბადებიდან დღემდე. მის გვერდს სოციალურ ქსელებში არაერთი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. არცერთი ფოტოგრაფი არ იტყვის მის გადაღებაზე უარს და უფრო მეტიც, ყველაფერს გაიღებენ მის გადასაღებად. ეს ხომ მათ შემდგომ პოპულარობას შეუწყობს ხელს. მის თითოეულ საქციელს და ქმედებას ეძღვნება სტატიები და მის გარეშე ინტერნეტ-გვერდები უკვე წარმოუდგენელიც კი არის. ეს ყველაფერი კი ჩვენს „განვითარებაზე“ მეტყველებს.
აწ უკვე ცნობილი მოდელი ძალზედ პოპულარულია და მისით ბევრია დაინტერესებული. ასე რომ, ამ ადამიანით დაინტერესებულებს გთავაზობთ
მის ახალ, ნახევრად შიშველ ფოტოებს, რომელიც ფოტოგრაფ მიშო ბეგაშვილს ეკუთვნის და მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების გამოქვეყნებიდან ძალიან ცოტა დრო გავიდა, უკვე მოახერხა სოციალური ქსელების დაპყრობა.