სხვა ჩემი ფისო 2012, 30 მაისი, 12:20 ზაფხულის ცხელი საღამო იყო, სამსახურიდან დაღლილი მოვუყვებოდი გზას და ჭადრის ხეებს ვითვლიდი.. ერთი ჭადარი, ორი ჭადარი და უცებ საიდანღაც კნავილი მომესმა. "საწყალი პატარა ფისო ალბათ ისევ გადააგდეს" და გულში სალანძღავი სიტყვები არ დავიშურე იმ ადამიანისთვის ვინც ეს ფისო გარეთ გამოუშვა.
"არა უნდა ვიპოვო ესე ხომ ვერ დავტოვებ?" გადავწვიტე და ძებნას შევუდექი, ხმა თანდათან წყდებოდა, სადღაც იკარგებოდა თიქთოს ფისო უკვე დაიღალა კნავილით და პატრონის პოვნის იმედი დაკარგა.. უამრავი ჭადარი, მცხუნვარე მზე და ფისო რომელიც სადღაც კნავის და ხმა არ ისმის...
დიდხანს ვეძებე, ბოლოს დავნებდი, ვიფიქრე აზრი არ აქვს მაინც ვერ ვიპოვითქო, იქვე ჩამოვჯექი და წყლის დალევა დავიწყე, ბალახებში მინდოდა დაწოლა და მიწის მოსინჯვა დავიწყე, გველის შემეშინდა, გადავწიე ბალახები და პატარა ფისო, ყვითელი ფისო, ჯერ კიდევ თვალები არ ქონდა ახელილი, პატარა ვარდისფერი ცხვირი და პირი ქონდა, პირს საყვარლად აცმაცუნებდა და თითქოს კნავილი უნდოდა მაგრამ ვერ კნაოდა..
ძალიან გამიხარდა ხელში ავიყვანე და სახლში წამოვიყვანე.. სახელიც მოვიფიქრე ლაქი. იმ ღამეს ჩემთან დავაძინე, ივლისის ცხელი ღამე მარტყლის საბანში გავატარე მხოლოდ იმიტომ რომ ლაქი თბილად ყოფილიყო.. მეორე დღეს მატყუარა ვუყიდე მე რომ არ ვიქნებოდი სახლში რამე გასართობი ხომ უნდა ქონოდა :) მესამე დღეს თვალები აახილა და თითქოს დედა ვიყავი ყველგან დამყვებოდა, მე სამსახურში ვეღარ დავდიოდი, ამიტომ შვებულება ავიღე და მთელი ზაფხული ჩემი პატარა ბიჭის გაზრდას შევწირე. ერთად დავდიოდით მეგობრებში, დასასვენებლად, სასეირნოდ..
დღეს ჩემი ლაქი უკვე დიდი ბიჭია... დღეს სიცილით ვიხსენებ როგორ ვლანძღავდი ლაქის პატრონს მისი გარეთ გამოგდებისთვის. დღეს მინდა იმ კაცს მადლობა ვუთხრა, ლაქის სახით მე ცხოვრების ერთგული თანამგზავრი ვიპოვე.. აი ჩემი ბიჭის რამდენიმე სურათი თუ გაინტერესებთ :)) 110 6-ს მოსწონს
|