შოუბიზნესი 5 მდიდარი შოუბიზნესის წარმომადგენელი,რომელიც ცხოვრობს მოკრძალებულად 2016, 12 თებერვალი, 21:44 ძვირადღირებული ავტომობილები, უზარმაზარი სახლები და უამრავი ბრილიანტები, თუმცა დღეს სტატიაში წაროგიდგენთ 5 მდიდარი შოუბიზნესის წარმომადგენელს, რომელიც ცხოვრობს მოკრძალებულად. ლეონარდო დი კაპრიო ფილმის “ტიტანიკის’’ გადაღების შემდეგ ლეონარდო გახდა არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი.მისი შემოსავალი ზოგიერთი სახელმწიფოს შემოსავალზე ბევრად მეტია, მან 2, 4 მილიონ დოლარად შეიძინა ბელიზთან ახლოს კუნძული, თუმცა ვარსკვლავი დასძენს იმასაც, რომ მას არ სურს თანხის ხარჯვა თავისი სიამოვნებისათვის, არამედ მისი მიზანია თავისი შემოსავლის ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ბიუჯეტისკენ მიმართოს. ჯენიფერ ლოურენსი “ოსკარის’’ მფლობელი, რომელიც მდიდართა სიაში შედის, თუმცა ისიც ლეონარდოს მსგავსად ერიდება თანხის ფლანგვას და ცდილობს ფული რაციონალურად გამოიყენოს. სარა მიშელი მსახიობის შემოსავალი დაახლოებით 15 მილიონი დოლარია, თუმცა მისი ცხოვრების წესი ძალიან მოკრძალებულია.ის ხშირად მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა ორგანიზაციების აქტივობებში მოხალისედ და ასევე მისი თანხის უმეტესი ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებისკენ არის მიმართული. ზოე დეშანელი მას შემდეგ რაც მან განქორწინებას მოაწერა ხელი ბენ გიბართან, მისი სამსახიობო კარიერის შედეგად მისმა შემოსავალმა საშუალოდ 95 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა აქედან 22, 5 დოლარი ყოველ კვარტალში ხარჯვითი ნაწილია, რომელიც ძირითადად საქველმოქმედო ორგანიზაციებში მიმართავს. დეი გლორი ჯგუფ “ნირვანას’’ ყოფილი დრამერი მდიდარ ადამიანთა რიგებში ჩაეწერა, მისი შემოსავალი 225 მილიონი დოლარია, დეი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანია ოჯახის უზრუნველყოფა ფინანსური კუთხით და მისი საქველმოქმედო საქმიანობით სურს გახდეს მისაბაძი ორი ქალიშვილისთვის. 343 4-ს მოსწონს
|