სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს.
ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი სტატია წავიკითხე ქალიშვილობის თემასთან დაკავშირებით..
გოგოები და ბიჭები, კაცები და ქალები, ახალგაზრდები და მოხუცები ყველანი ერთად ძალიან სერიოზულად განიხილავენ თემას სახელად: "ქორწინებამდე სექსი"
სასაცილოა ..საერთოდ ვერ ვხვდები რატომ არის ეს თემა ასეთი პოპულარული და ყველგან ბოლოს ლაპარაკი ამ თემით რატომ მთავდება..
ნებისმიერმა გოგომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ექნება თუ არა ქორწინებამდე სექსი და ეს საკითხი მხოლოდ მას ეხება სხვას არავის.
თუმცა ქართული საზოგადოება? ხო
![image](/uploads/article_images/small/12361338364070.jpg)
მართალი ხართ, მერე ვიღაც მეზობელი რას იტყვის?? თუ ქორწინებამდე სექსი გაქვს ეს საგულდაგულოდ უნდა დავმალოთ, დედამ არ უნდა გაიგოს, მამამ ხომ საერთოდ, მეზობლებმა არ უნდა მოკრან ყური, მოკლედ მხლოდ შენ უნდა იცოდე და იმ მეორემ(რომ შეიძლებოდეს იმასაც არ ეტყოდი) ... ქართველმა გოგონებმა უნდა ითმინონ ქორწილამდე, აი ზუსტად ამ მოსაზრების დამსახურებაა ის რომ ქართველი გოგოები ოჯახს 16 წლის ასაკში ქმნიან და 18 წლის ასაკში ბავშვით ხელში ან ნარკომან ქმარს აკვდებიან ან მშობლებთან გადადიან ისევ საცხოვრებლად, არადა რამხელა სტრესია ეს გოგოსთვის რომელსაც არაფერი არ აქვს ამ ქვეყანაზე და რამხელა სტრესია ბავშვისთვის რომელიც მამის გარეშე უნდა გაიზარდოს, ან მთელი ცხოვრება მშობლების ჩხუბს უნდა უყუროს..
ზუსტად ამ მოსაზრების ბრალია ის რომ დღეს ოჯახის შექმნა მხოლოდ სექსის სურვილამდე დავიდა.. (სექსი ლათინური სიტყვაა და ქართულად გათხოვებას ნიშნავს)არადა ქორწინება არ არის მხოლოდ სექსი, ქორწინება სიყვარულია, ერთმანეთის გაგებაა, ერთად ყოფნის სურვილია, ერთად ცხოვრების სურვილია.
გოგოებო არ მოითმინოთ ყველას უფლება გვაქვს რაც გვინდა ის ვაკეთოთ, უფლება გვაქვს როგორც გვინდა ისე ვიცხოვროთ, არ გათხოვდეთ მხოლდო სექსის გამო, ეს სისულელეა.. დაფიქრდით და მხოლოდ თქვენი თავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეთ. :))