სხვა 10 უდიდესი მომენტი ქართული სპორტის ისტორიაში 2016, 12 თებერვალი, 16:51 1) 1962 წლის 29 ივლისი. თბილისის "დინამოს" კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგეს. ჟენევაში გამართულ ფინალურ მატჩში "დინამომ"ანგარიშით 90:83 დაამარცხა მადრიდის "რეალი". ![]() 2)1962 წლის 18 სექტემბერი-17 ოქტომბერი. ნონა გაფრინდაშვილმა მოსკოვში 9:2 მოუგო ელიზავეტა ბიკოვას და ჭადრაკში ქალთა შორის გახდა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი.ამის შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი კიდევ ოთხჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ![]() 3-1964 წლის 18 ნოემბერი.ტაშკენტში გამართულ სსრკ ჩემპიონატის დამატებით მატჩში თბილისის "დინამოს"ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:1 დაამარცხეს მოსკოვის "ტორპედო" და პირველად მოიპოვეს სსრკ ჩემპიონობა. ![]() 4-1965 წლის 9 სექტემბერი.ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანში ომარ ფხაკაძე გახდა პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ველოსპორტში. ![]() სანეევმა პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგო. აქ, 1968 წლის 17 ოქტომბერს, სანეევმა ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, გადახტა ჯერ 17.23, ხოლო შემდეგ 17.39 მეტრზე.მექსიკის ზაფხულის ოლიმპიადის გარდა სანეევმა ოქროს მედლები მიუნხენის (1972) და მონრეალის (1976) წლების ოლიმპიადებზეც მოიგო, რითაც დააფიქსირა მსოფლიო სპორტში უნიკალური მიღწევა - ვიქტორ სანეევი ერთადერთი მძლეოსანია, რომელმაც ზედიზედ სამჯერ შეძლო სამხტომში ოლიმპიური ოქროს მოგება. ![]() 6-1978 წლის 18 აგვისტო-5 ოქტომბერი. ბიჭვინთაში მაია ჩიბურდანიძემ დაამარცხა ნონა გაფრინდაშვილი 8, 5-6, 5 და ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონი გახდა.ესტაფეტა ერთი ქართველი ჩემპიონიდან მეორეზე გადავიდა. ![]() ![]() ![]() ე. წ. გაერთიანებული გუნდის შემადგენლობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ![]() პარიზში, "ბერსის" დარბაზში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული. ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ ორჯერ(2008 და 2013)მოიგეს ოქროს მედლები და შესაბამისად მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული. ![]() 479 7-ს მოსწონს
|