მედიცინაში არსებობს ასეთი ტერმინი: “ გემოვნების გაუკუღმართება’’ -ეს ადამიანს ემართება, როდესაც საკვებს ვერ მოიპოვებს და იძულებულია მიირთვას სხვადასხვა საგანი.სტატიაში წარმოდგენილია ის ადამიანები, რომელთა კვების რაციონი გაგაკვირვებთ.
ნატალი ჰეიჰერსტი-მინდა და აგური
ნატალი საკმაოდ პატარა გოგონა, რომელსაც ემართება ე.წ. გემოვნების გაუკუღმართება, მისი კვების რაციონი მეტად უცნაურია, ის იკვებება უვარგისი ნივთებით, ნატალი მიირთმევს ყველაფერს:ჯოხებს, ქვებს და ნათურებს.
მიშელ ლოტიტო-ლითონი
მიშელ ლოტიტო გახლავთ საფრანგეთის ესტრადიის მსახიობი, რომელიც გამოირჩევა სხვებისგან-ის მიირთმევს ლითონს.ნატალისგან განსხვავებით მიშელი არ განიცდის არანაირ ფსიქოლოგიურ ან ქცევით დარღვევებს მას უბრალოდ ლითონის ჭამა ჩვევად ექცა, ის ჯერ კიდევ სულ რაღაც 9 წლისა იყო რომელმაც მოახდინა თანატოლების გაკვირვება, საბოლოოდ 1959 წლიდან 1997 წლამდე საერთო ჯამში ლოტიტომ 9 ტონა ლითონი შეჭამა.
ჯეიდ სილვესტრი-ტუალეტის ქაღალდი
ახალგაზრდა ბრიტანელი ხუთი შვილის დედა ჯეიდი, რომელმაც ბოლო ფეხმძიმობის პერიოდში დაიწყო ტუალეტის ქაღალდის ჭამა.“მე არ ვიცი და დღესაც არ მესმის რატომ დავიწყე ტუალეტის ქაღალდის ჭამა, ყოველთვის მქონდა სიმშრალის შეგრძნება პირის ღრუში და ქაღალდით თითქოს შვებას ვპოუოდბდი’’-განაცხადა ჯეიდმა.