ელ. წიგნები ის 517 წლამდე ცოცხლობს! საშუალოდ რამდენ წელს ცოცხლობენ ჩვენი პლანეტის ბინადარნი? 2016, 9 თებერვალი, 20:32 ყველამ ვიცით, რომ დედამიწა სავსეა თვალწარმტაცი და გამაოგნებელი ცხოველებით, მიკროორგანიზმებითა და წყალში მობინადრე თევზის მრავალი სახეობით. თუმცა ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა არ იცოდეს ეს იდუმალი არსებები თუ რამდენ ხანს ცოცხლობენ ჩვენს სამყაროში. დღევანდელ სტატიაში მინდა, რომ ამ გამაოგნებელ არსებებზე გესაუბროთ.
Arctica Islandica -ასე ჰქვია ზღვის მიდიას, რომელიც იჭმევა. მეცნიერების კვლევის შედაგად აღმოჩნდა, რომ ამ მოლუსკს 517 წლამდე შეუძლია ცხოვრება. გრენლანდიის ვეშაპს 200 წლამდე. გველთევზას 150 წელზე მეტი. Tuatara - ასე ჰქვია ახალი ზელანდიის დიდ ხვლიკს, რომელსაც შეუძლია იცოცხლოს 100 დან 200 წლამდე. გალაპაგოსის გიგანტური კუ, დაახლოებით 190 წლამდე ცოცხლობს. გრენლანდიის ზვიგენს 200 წლამდე. Koi - იაპონური კობრი, რომელიც 200 წელზე მეტს ცოცხლობს. ამერიკული თუთიყოში, რომელიც 80 დან 100 წლამდე ცოცხლობს. აზიური სპილო 86 წლამდე. ცხენების ასაკი საშუალოდ 20-25 წელია, მაგრამ სხვადასხვა სახეობის ცხენებს განსხვავებული ასაკის მაჩვენებელი აქვთ, ზოგიერთ მათგანი 40 წელზე მეტს ცოცხლობს. ჯერჯერობით რეკორდი 62 წლის "ძველ ბილის" ეკუთვნის. ზემოთ ჩამოთვლილ ცხოველებს აქვთ უმაღლესი ასაკის საშუალო მაჩვენებელი. ახლა ვნახოთ ჩვენი პლანეტის ის ბინადრები რომლებიც ასაკის დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან... წყლის კოღო, რომელიც საშუალოდ 1 კვირას ცოცხლობს. ფუტკარი 1 თვეს. კოღოები საშუალოდ 2 თვეს. დრაკონის კოღო საშუალოდ 4 თვეს ცოცხლობს. ოპოსუმის ვირთხა 8 წელს. "ბამბის კუდიანი კურდღელი" - ამ კურდღელს შეუძლია 12 წლამდე იცოცხლოს. ძაღლებს 13 წლამდე. ლემურებს შეუძლიათ 14 წლამდე იცოცხლონ. კატებს 15 წლამდე. არმადილოებსაც 15 წლამდე. ლომებს 20 წლამდე. როგორც ლომებს, ასევე წითელ პანდებსაც 20 წლამდე შეუძლიათ იცოცხლონ. თაფლიჭამია მაჩვებს 24 წლამდე. ვეფხვებს 25 წლამდე. ჟირაფებს 28 წლამდე. ცხენებს საშუალოდ 20-25 წლამდე. მარტორქებს 40 წლამდე. შიმპანზეებს 50 წლამდე. ინდურ სპილოებს 70 წლამდე. და ბოლოს მკვლელ ვეშაპებს შეუძლიათ 90 წლამდე იცოცხლონ. იმედია მოგეწონებათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 3591 15-ს მოსწონს
|