სხვა სად წავიდნენ ყივჩაღები 2016, 9 თებერვალი, 17:18 ქართული არმიის გაძლიერების მიზნით, 1118 წელს დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაყთა 40, 000 (ორმოცი ათასი) ოჯახი ჩამოასახლა საქართველოში. ამდენად, ომიანობის დროს დავითს ქართულ ლაშქართან ერთად შეეძლო 40, 000 ყივჩაყის გამოყვანა. აღსანიშნავია, რომ დავითის თანამეცხედრე, გურანდუხტ დედოფალი იყო ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული. ყივჩაყებს მისცეს ცხენები, იარაღი და ჩაასახლეს საქართველოს სასაზღვრო ტერიტორიებზე (ჰერეთი, ქვემო ქართლი და სხვა). დროის მცირე მონაკვეთში ყივჩაყთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო ქრისტიანობა. დავითის გონიერი პოლიტიკის წყალობით, ყივჩაყთა ეს ნაწილი მალე აითქვიფა ქართულ მოსახლეობაში. 2358 3-ს მოსწონს
|