სხვა ნუ შეინახავთ მობილურს და სხვა ნივთებს უკანა ჯიბეში! 2016, 9 თებერვალი, 16:04 მობილური ტელეფონი დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანის განუყრელია
ნივთია, მობილურის გარეშე ძალიან ბევრი ჩვენთაგანი წუთითაც კი ვერ ძლებს.
ეს გამოგონებული ნივთი ადამიანის მესაიდუმლედ და საუკეთესო მეგობრადაც
შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ.... ხშირ შემთხვევაში როგორც ქალები,
ასევე მამაკაცები მობილურ ტელეფონს ინახავენ უკანა ჯიბეში. რა თქმა უნდა მხოლოდ მობილურები არა, უკანა ჯიბეში ძალიან ბევრ სხვა ნივთებს ვინახავთ, როგორიცაა საფულე, სანთებელა და სხვა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო მობილური ტელეფონია. მამაკაცებთან შედარებით, ქალებს უფრო ნაკლებად აწუხებთ ეს პრობლემა, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალბატონები საჭირო ნივთებს ზურგ-ჩანთაში ინახავენ. დოქტორ სტიუარტ მაკგილის მიერ ჩატარებულ, ბიომექანიკურ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ უკანა ჯიბეში შენახულ ნებისმიერ ობიექტმა, ტელეფონი იქნება თუ სხვა რაიმე ნივთი, შესაძლოა განუკურნებელი ძვლის დაავადებები გამოიწვიოს. თუ უკან ჯიბეში გაქვთ საფულე ან სანთებელა და ყველაფრის და მიუხედავად, მაინც სხდებით სხვადასხვა ადგილებში, შესაძლოა თქვენი საჯდომის ძვლები დაზიანდეს. დაზიანებას მოჰყვება ძვლის სხვადასხვა დაავადებები, რომლებიდანაც რამოდენიმეს განკურნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ, როდესაც უკანა ჯიბეში რაიმე ნივთი გიდევთ, თქვენი საჯდომის ძვლები გაწონასწორებული არაა, ამასთან ერთად მთლიანად ხერხემალიც ზიანდება. თუ გინდათ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში წელის, ზურგის და ფეხის ტკივილებმა არ შეგაწუხოთ, მაშინ ნუ შეინახვთ უკანა ჯიბეში რაიმე ნივთს. ძალიან გახშირებულია ახალგაზრდებში მობილური ტელეფონის უკანა ჯიბეში შენახვა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ეს ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი ტრენდია. იშვიათია ის შემთხვევა, რომ ახალგაზრდას მობილური უკანა ჯიბეში ედოს და სადმე დაჯდეს, თითქმის გამორიცხულია, რადგან ყველა ახალგაზრდა მობილურს საკმაოდ უფრთხილდება. მაგრამ მობილურის უკანა ჯიბეში შენახვა უბრალოდ სეირნობის დროსაც კი არ შეიძლება, მობილურს აქვს ძალიან ძლიერი რადიაციული დასხივება, რომელიც ძვლის ტვინზე ძალიან მოქმედებს. ამიტომ მოარიდეთ მობილურები თქვენს უკანა ჯიბეს, ასევე გაითვალისწინეთ, რომ ძილის დროს მობილური მინიმუმ 2 მეტრის მოშორებით უნდა შეინახოთ..... მადლობა ყურადღებისთვის! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 628 15-ს მოსწონს
|