x
image
ბუბუ007
ყველაზე ძვირადღირებული თმის სტილი

image

ლონდონში აღიარებული გრაფ ლორენსის 60 წლიანი კარიერის განმავლობაში დაფიქსირდა ყველაზე უჩვეულო და გასაოცარი მოვლენა, მან გადაწყვიტა მისი 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაეკეთებინა თმა და შეეცვალა თავისი თმის სტილი, რომელიც იქნებოდა უჩვეულო და განსაკუთრებული, მას ეს 500 მილიონი დოლარი დაუჯდა და რომელიც შევიდა მსოფლიო გინესის რეკორდების წიგნში, როგორც -ყველაზე ძვირადღირებული თმის სტილი.
გრაფმა ლორენმა განსხვავებულ თმის სტილში ვარცხნილობის მოსაჩუქურთმებლად გამოიყენა ბრილიანტები და სხვა ძვირფასი ქვები, რომლის ღირებულებამ 500 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო სტილისტს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა.
თავდაპირველად გრაფმა გადაწყვიტა საჩვენებელი ვერსია მოდელისთვის გაეკეთებინათ, რომლის თმებზე მოათავსეს 22 ბრილიანტის სამკაული, რომელიც 52, 73 კარატიანი იყო, ასევე გულის ფორმის ოქროს ფიგურები გაუკეთეს თმაზე, რომლის მასა 51, 53 კარატე და 50, 76 კარატე შეადგინა, აგრეთვე 6, 51 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი და 550 კარატიანი ბრილიანტი Letšeng Star-ი, რომელიც სიდიდით მე-14 ადგილზეა ბრილიანტების ისტორიაში.
მის საიუბილეო დღესთან დაკავშირებით ლორენმა გადაწყვიტა გაეხსნა საიუველირო მაღაზია, სადაც გაიყიდება ყველა ის ბრილიანტი, რომელიც გამოყენებული იქნა ლორენის თმის გასაფორმებლად.
საბოლოოდ, ლორენსის თმის სტილი შევიდა მსოფლიოს გინესის რეკორდების წიგნში.

0
72
2-ს მოსწონს
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0