სხვა პროფესიონალი მზარეულების კულინარიული საიდუმლოებები 2016, 9 თებერვალი, 11:09 ხანდახან, რესტორნის ან კაფეს სტუმრობის შემდეგ, ჩვენ იმდენად მოგვწონს რომელიმე კერძი, რომ სახლში მისულებს, მისი მომზადების სურვილი გვიჩნდება. მაგრამ იშვიათად თუ ვიღებთ სასურველ შედეგს. საქმე კი იმაშია, რომ რესტორანში დაგემოვნებული კერძის მოსამზადებლად, საჭიროა კულინარიული საიდუმლოებების და ხრიკების ცოდნა, რომლის მოხმარებაში, ასე არიან დახელოვნებულები პროფესიონალი მზარეულები. აქ მოცემულია რამოდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენს მიერ მომზადებული კერძი, ბევრად უფრო გემრიელი და მიმზიდველი იქნებაა. ყავას ზედმეტი სიმწარე რომ მოაშოროთ, 1 მწიკვი მარილი უნდა დაამატოთ. ქათმის ბულიონი გამჭვირვალე რომ იყოს, დუღილის დროს, 1 კუბიკი ყინული ჩაამატეთ. ქათამი ძალიან გემრიელი გამოდის, თუ მას ბროწეულის სოუსით მოამზადებთ.ცოტამ თუ იცის, რომ მარილის ჩანაცვლება ლიმონის წვენით შეიძლება. გემო უფრო დახვეწილი და საინტერესო გახდება, ამასთან, ლიმონი უფრო სასარგებლოა ვიდრე მარილი, რადგან ის ორგანიზმში სითხეს არ აკავებს. ხორცი უფრო გემრიელი გამოვა, თუ ნიგოზს დაამატებთ. განსაკუთრებით, კოტლეტს! მზარეულები ბოსტნეულის სალათს 1 მწიკვ ვანილს უმატებენ, რომ მისი არომატი გააძლიერონ. სალათს სანელებლებთან ერთად, ცოტა რძესაც თუ დაამატებთ, მას უფრო ნაზი და მკვეთრად გამოხატული გემო ექნება! მუქი ლუდი — იდეალური მარინადია ხორცისთვის!ბადრიჯანს მომწარო გემო რომ არ ჰქონდეს, მომზადებამდე, ნახევარი საათით, მარილიან წყალში უნდა მოათავსოთ. ხორცი გემრიელი და რბილი რომ იყოს, მომზადებისთანავე, ფოლგაში გაახვიეთ და ასე გააჩერეთ 10 წუთი. ღვეზელი რომ არ დაიწვას, ზემოდან სველი ქაღალდი დააფარეთ. ქათქათა თეთრი ბრინჯის მოსახარშად, ხარშვის დროს, 1 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი დაამატეთ.თუ ხორცი დაგეწვათ, დაჭერით, ზემოდან დაჭრილი ხახვი და პომიდორი დაალაგეთ, მოასხით ცოტა ლიმონის წვენი და ძმარი და გააჩერეთ 5-10 წუთი. ღვეზელისთვის დაჭრილი ვაშლი რომ არ გაშავდეს, ცოტა ლიმონის წვენი მოასხით. და სხვა კულინარიული რჩევები პროფესიონალებისგან:თუ მომენტი გაუშვით, ხორცს ქაფი ვერ მოხადეთ და ის ქვაბის ძირზე დაეშვა, ერთი ჭიქა წყალი დაასხით და ქაფი ისევ ზემოთ ამოვა. ღუმელში ხორცი რომ არ გამოშრეს ან არ დაიწვას, მასთან ერთად, წყალი მოათავსეთ, ცეცხლგამძლე ჭურჭლით. ქათმის ბულიონი გემრიელი რომ იყოს, ხახვის და სტაფილოს გარდა, სხვა სანელებლები არ დაამატოთ, თორემ გემო დაეკარგება. დაფნის ფოთოლი, კერძის მომზადების შემდეგ, მაშინვე უნდა ამოიღოთ, რომ მისი გემო არ გააფუჭოს. სტეიკი უფრო გემრიელი რომ იყოს, შეწვის წინ, ძმარი და ზეთი წაუსვით და 1-2 საათი გააჩერეთ. კოტლეტი, შეწვის პირველ წუთზე, მაღალ ცეცხლზე დადგით, რომ თავიდანვე გაუჩნდეს მაგარი ქერქი და წვენმა არ გამოჟონოს შეწვის დროს. ხოლო შემდეგ, ცეცხლს დაუწიეთ, როდესაც გადააბრუნებთ, ისევ მოუმატეთ ცეცხლს 30 წამით. შეწვის დროს, თევზი რომ არ ჩაიშალოს, შეწვამდე ქაღალდის პირსაცოცით კარგად გაამშრალეთ, მარილი წაუსვით და 15 წუთით გააჩერეთ. რაც უფრო წვრილად დაჭრით სოკოს, მით უფრო გემრიელი და არომატული იქნება კერძი. რაც უფრო ძველია კარტოფილი, მით უფრო მეტი წყალი უნდა დაასხათ, მოხარშვის დროს. შეწვის დროს, ცხიმი რომ არ იწუწებოდეს, ვიდრე შეწვას დაიწყებთ, ზეთში ცოტა მარილი მოაფიფქეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ შეწვა. სალათის მომზადების დროს, ზეთი სულ ბოლოს დაამატეთ, რადგან მარილი ზეთში არ იხსნება. შეწვის დროს, კარაქი რომ არ გაშავდეს, ტაფაში კარაქის ჩადებამდე, ცხელ ტაფას ზეთი მოუსვით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადეთ კარაქის ნაჭერი. საფუარიანი ცომი უფრო მალე გაფუვდება, თუ მასში რამდენიმე მილისებურ მაკარონს ჩაარჭობთ. მაიონეზიან სალათებს და ვინეგრეტს განსაკუთრებული გემო ექნება, თუ სუფრაზე მიტანის წინ, ცოტა ხნით, შიგნით ლიმონის ქერქს მოათავსებთ. სახლის ქათამი უფრო სწრაფად მომზადდება, თუ 30 წთ. ხარშვის შემდეგ, 5 წუთით ცივ წყალში ჩადებთ და შემდეგ ხარშვას გააგრძელებთ. თევზის შეწვის დროს, მძაფრი სუნი თავიდან რომ აიცილოთ, თევზთან ერთად, ტაფაში უმი კარტოფილის რამოდენიმე ნაჭერი მოათავსეთ. მოხარშული მაკარონის ზედაპირი მშრალი და წებოვანი რომ არ იყოს, ქვაბში ცოტა წყალი დატოვეთ, გადაწურვის დროს. მოხარშული კარტოფილიდან ზედმეტი სითხის მოსაშორებლად, წყლის გადაწურვის შემდეგ, ქვაბს სახურავის ნაცვლად, ქაღალდის პირსახოცი დააფარეთ. ხორცის შეწვისას, ტაფაში, 1 სუფრის კოვზი ფქვილი ჩაყარეთ და ხორცს კრატუნა ქერქი გადაეკვრება. თევზის მომზადებისას, ზეთი ტაფას კი არა, თევზს უნდა წაუსვათ. ხახვის მოთუშვის დროს, ცუდი სუნი რომ არ დადგეს, მარილი დაუმატეთ და ნელ ცეცხლზე დადგით. 950 11-ს მოსწონს
|