მოგზაურობა დაუჯერებელი, მაგრამ რეალური.....მრავალფეროვნების კონტინენტი - ავსტრალია! 2016, 7 თებერვალი, 20:35 ავსტრალია არის სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიას და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით. ავსტრალიის მოსახლეობა ბოლო აღწერების თანახმად 25 მილიონს შეადგენს. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა. დედაქალაქის გარდა ქვეყანაში პოპულარობთ გამოირჩევა ქალაქები: სიდნეი, პერთი, მელბურნი, ადელაიდა და ბრიზბრენი. ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით. ავსტრალიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტიდან, ქვეყნის მრავალფეროვნებით დაინტერესებულნი უკმაყოფილოდ არ ბრუნდებიან, მაგრამ ზოგჯერ "მეტიჩარა" ტურისტების სიცოცხლესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება... ეს ავსტრალიაა, აქ თუ კარგად გაეერთობით, ყოველთვის ყურადღებითაც უნდა იყოთ. რადგან... უყურადღებო ტურისტებს ხშირად აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით ავსტრალიაში თუ ყურადღების მოდუნებას ეცდებით, მაშინ შესაძლოა თქვენს ფეხსაცმელში ჩუმად შეიპაროს შხამიანი ობობა, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ამ კონტინენტზე. ობობის შხამი იმდენად ძლიერია, რომ იწვევს სხვადასხვა კანის დაავადებებს, ზოგიერთ ნაკბენს შესაძლოა ვერც გადაურჩეთ. მოგახსენებთ, რომ National Geographic -ის კვლევების შედეგად, აღმოჩნდა რომ მკვლელი მტაცებლების 95%-ის სამშობლო ავსტრალიაა. ამ მოსაზრებაში თუ ეჭვი შეგეპარებათ, მაშინ აგერ მტკიცებულება: ავსტრალიაში ძალიან ბევრი სახეობის გველია. ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ წააწყდეთ შხამიან, შიშისმომგვრელ გველებს.... გოლფი ქვეყანაში ერთ-ერთი უსაყვარლესი სპორტის სახეობაა, მაგრამ სამწუხაროდ გოლფის მოედანზეც კი შესაძლოა შხამიან გველებს წააწყდეთ... ავტომაგისტრალზე გველს ავსტრალიური ღამურა ჰყავს დაჭერილი, რომელსაც როგორც ჩანს გემრიელად მიირთმევს... თუ ავსტრალიას სტუმრობ, მაშინ ქვეყნის ულამაზესი ნაკრძალების დათვალიერებაც გიწევს, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ, აქაც გველები აქტიურობენ... ქვეყანა-კონტინენტს, ხანდისხან ბუნების რისხვაც ატყდება თავს, ავსტრალიაში ბილიარდის ბურთულის ზომის სეტყვა მოდის ხოლმე... სამზარეულოში ნებისმიერ დროს შეიძლება შემოგეპაროთ გველი... თუ ღამურების და გველების ერთდროულად გეშინიათ, მაშინ ეს უნდა ნახოთ! თუ ღამურების გეშინიათ, მაშინ არ გირჩევთ ავსტრალიაში სტუმრობას... თუ ტყეში სეირნობას გადაწყვეტთ, არ შეგეშინდეთ! ეს ავსტრალიაში ჩვეულებრივი მოვლენაა! თუ დააპირებთ სერფინგს, მაშინ უნდა უფრთხილდეთ ზვიგენებს! დაუჯერებელია, მაგრამ შეიძლება ნიანგიც კი ნახოთ ზღვაში. დაუპატიჟებელი სტუმარი მაღაზიაში... ავტომობილის ზომის ნიანგები... აქ შეგიძლიათ ნახოთ გიგანტური მედუზა... წვიმიანობის პერიოდში ნიანგები ქუჩებში დასეირნობენ... იმედია მოგეწონაბათ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 3512 14-ს მოსწონს
|