მასალა:
ინდაური ან ქათამი;
ნიგოზი - 500 გ;
ხახვი - 4-5 თავი;
ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი;
უცხო სუნელი - 4 ჩაის კოვზი;
ხმელი ქინძი - 2 ჩაის კოვზი;
მიხაკი - 3-4 ცალი;
დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი;
ნიორი - 4 კბილი;
ძმარი - 1 სუფრის კოვზი;
ნახარშის წვენი - 10 ჩაის ჭიქა;
მარილი, წიწაკა - გემოვნებით.
მოზადება:
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და ნახევრად მოხარშეთ.
ამოიღეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში შესაწვავად.
ბულიონს მოხადოეთ ცხიმი და მასში მოშუშეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დაამატეთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი, თან ურიეთ, რომ არ დაიწვას.როცა ოდნავ შევარდისფერდება, ჩაასხით ბულიონში.
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ. ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დანაყეთ მარილთან ერთად, მასთან ერთად დანაყეთ ნიორიც, აურიეთ ნიგოზში და ხელით დასრისეთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოხდით.
ნიგოზთან ერთად ცალკე დანაყეთ უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.
ყველაფერი ეს გახსენით თბილ ბულიონში, კარგად მოურიეთ, გაატარეთ საცერში და დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
ორი კვერცხის გული აურიეთ 1 სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩაასხით, თან ურიეთ, რომ არ აიჭრას.
ადუღებამდე ჩააწყეთ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
როცა საცივი მზად იქნება, გადაიღეთ სპეციალურ ჭურჭელში და სუფრასთან მიტანის წინ მოასხით ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.