შესანახი პროდუქტები პროდუქტები, რომლებიც არ უნდა შეინახოთ მაცივარში! 2016, 5 თებერვალი, 22:18 სტატიის თემა ეხება პროდუქტებს, რომლებიც მაცივარში არ უნდა შეინახოთ.
ასევე რომელი პროდუქტის შენახვა შეიძლება და რომლის არა, სასარგებლოა
გაითვალისწინეთ..
სამწუხაროდ ხშირად ყველა სახის საკვებ პროდუქტებს, მაცივარში ვინახავთ. მაგრამ არის თუ არა ეს კარგი თვისება? შეიძლება თუ არა ყველაფრის მაცივარში შენახვა? რა თქმა უნდა არა. მაგალითად, სად უნდა შევინახოთ პური? მაცივარში? საყინულეში თუ პურის ყუთში? სად უნდა შევინახოთ პომიდორი, რომ არ გაფუჭდეს... შესაძლოა ეს ყველაფერი ბევრმა ჩვენთაგანმა იცოდეს, მაგრამ ბევრმა დღემდე არიცის თუ როგორ პირობებში უნდა შეინახოს კარაქი. კვლევების და გამოყენების პირობების თანახმად, კარაქი აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში, ხოლო სანამ გამოიყენებთ, 15 წუთით ადრე უნდა გამოიღოთ მაცივრიდან. იმიტომ, რომ კარაქი მზადდება პასტერიზებულ რძისგან, რომლის გაფუჭების ვარიანტი ძალიან დიდია. დამარილებული კარაქი უფრო გვიან ფუჭდება, რადგან მარილი ბაქტერიებისგან იცავს კარაქს და ვარგისიანობასაც ახანგრძლივებს. კარაქის მაცივრისგან შორს შენახვა მიზანშეწონილია მხოლოდ რამოდენიმე საათით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კარაქი გაგიფუჭდეთ. უვარგის კარაქის მიღებისას ორგანიზმის მოწამვლის ალბათობაც ძალიან დიდია. ახლა ვნახოთ ის 10 პროდუქტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ მაცივარს: 1. პომიდორი თუ გინდათ, რომ მიირთვათ პომიდორი გემრიელად, მაშინ მოაშორეთ მაცივარს. მაცივრის ცივი ჰაერი, პომიდორს სიმწიფის პერიოდს უწყვიტავს, მოგახსენებთ, რომ პომიდვრის გემო სიმწიფის პერიოდთან არის დაკავშირებული. ამიტომ პომიდვრის შენახვა მიზანშეწონილია კალათაში ან სამზარეულოს რომელიმე უჯრაში, სადაც უფრო ნაკლებად ეციება. 2. რეჰანი რეჰანის შენახვა მაცივარში მიზანშეწონილი არაა, რეჰანი მალევე ჭკნება და მისი სუნი მთელ პროდუქტებზე გადადის, თუ გსურთ რომ დიდხანს შეინახოთ, მაშინ გაახმეთ და შემდეგ გაყინეთ - ასე გვირჩევს მარტა სტიუარტი. 3. კარტოფილი კარტოფილის მაცივარში შენახვისას სახამებელი ტკბება და კარტოფილს გემო ეკარგება. თუ არ გაქვთ სარდაფი, მაშინ ეცადეთ, ბნელ ადგილას შეინახოთ. კარტოფილმა აუცილებლად უნდა "ისუნთქოს". 4. ხახვი თუ ხახვს შეინახავთ მაცივარში, ტენიანობა მას დაარბილებს. ხახვი უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას. ეს არ მოქმედებს მწვანე ხახვზე, მწვანე ხახვი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ამიტომ შეგიძლიათ მაცივარში შენახვა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ხახვის და კარტოფილის ერთი და იგივე ადგილას შენახვა არ შეიძლება, ამ შემთხვევაში შესაძლოა ორივე მალე გაგიფუჭდეთ. 5. ავოკადო ავოკადო თუ არ არის ბოლომდე მომწიფებული ნუ შეინახავთ მაცივარში, მაგრამ თუ უკვე საკმაოდ მომწიფებულია და გაცივების მიზნით დებთ, მაშინ მიზანშეწონილია. 6. ნიორი ნიორიც ძალიან მალე ფუჭდება მაცივარში, რეზინის ფორმას იღებს და იჩუტება. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. 7. პური პური მაცივარში მალე ხმება. თუ არ არის დაჭრილი პური, მაშინ შეინახეთ პურისთვის განკუთვნილ კალათაში ან საყინულეში. საყინულიდან გამოღებულ პურს დააცადეთ 20-25 წუთი და შემდეგ მიირთვით. 8. ზეთისხილი ზეთისხილი უნდა შეინახოთ მშრალ და გრილ ადგილას, ოღონდ არა მაცივარში. მაცივარში ის სქელდება. 9. ყავა თუ ყავას შეინახავთ მაცივარში, დაკარგავს გემოვნებას, მაცივარში რაც კი პროდუქტია, ყველას სუნს შეისრუტავს. შეინახეთ ყავა მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, რათა შეინარჩუნოს გემო და არომატი. 10. თაფლი თაფლის მაცივარში შენახვა არ არის აუცილებელი, მთავარია თავსაფარი მჭიდროდ დაახურეთ, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება. თაფლის მაცივარში შენახვისას კრისტალიზირდება სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1313 11-ს მოსწონს
|