x
image
შერიფი 022
დიდი ბრიტანეთის პოლიცია
დიდი ბრიტანეთის პოლიციაში მუშაობა საკმაოდ რთულია. მრავალფეროვანი გამოწვევები დგას ამ სტრუქტურის წინაშე.

image


image


image



image

დიდი ბრიტანეთის პოლიციას გააჩნია 45 სტრუქტურული დანაყოფი, რომლებიც მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფენ, მათ შორისაა ქუჩის პატრულირება, ანტისოციალურ ქმედებებთან ბრძოლა, გამოძიება, ორგზანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან და ტერორიზმთან ბრძოლა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დიდი საფრთხის მატარებელია, ვინაიდან დიდი ბრიტანეთია სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მთელ მსოფლიოში ებრძვის ტერორიზმს. შესაბამისად ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დიდი ბრიტანეთის მეგაპოლისებიცაა.


image

პოლიციელები აქტიურად თანამშრომლობენ სოციალურ მუშკებთან, სკოლებთან, ჯანდაცვის ორგანიზაციებთან და ყველა იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს დანაშაულის პრევენციაზე.

პოლიციაში განსაკუთრებული ყურადღება თანამშრომელთა განათლებას და განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში, უელსში და ინგლისში ამ მხრივ ცოტა განსხვავებული მიდგომებია, თუმცა პრიცინციპი მაინც ერთია - პოლიციელი უნდა იყოს უმაღლესი განათლებით ან გავლილი უნდა ჰქონდეს პოლიციის სკოლა ან პოლიციის უმაღლესი სკოლა.

image

განსახვავებულია პოლიცელთა ხელფასებიც. ხელფასის ოდენობა განისაზღვრება წოდების, თანამდებობის, სამუშაო სტაჟის და სხვადასხვა კრიტერიუმებით.

მაგალითად:

კონსტებლის წლიური ხელფასი 19, 578 (დაახლ.71 000 ლარი) -დან 37, 626 (დაახლ. 137 000 ლარი) ფუნტ სტერლინგამდეა. ამას ემატება ლონდონში მუშაობის დანამატი 2, 349 (დაახლ. 8 000 ლარი) ფუნტი.

სერჟანტის ხელფასი 38, 910 -დან 42, 285 (დაახლ. 150 000 ლარი) ფუნტ სტერლინაგმდეა. აქც დანამატია 2, 349 ფუნტი მათთვის, ვინც ლონდონში მუშაობს.

ინსპექტორის ხელფასი 50, 319 ფუნტიდან 54, 420 ფუნტამდეა (დაახლ. 198 000 ლარი). ლონდონის დნამატი 2349 ფუნტი.

უფროსი ინსპექტორის ხელფასი 55, 485-დან 57, 675 ფუნტამდეა (210 000 ლარი). ლონდონის დანამატი 2349 ფუნტი.

ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის ხელფასია 64, 188-დან 75, 816 ფუნტამდეა (275 000 ლარი). 2349 ფუნტი ლონდონში მუშაობისათვის.

ქვედანაყოფის უფროსის ხელფასია - 79 557-დან 83 925 ფუნტამდე (305 000 ლარი)

მეთაურის ხელფასი შეადგენს 96 597 - დან 109, 056 ფუნტ სტრელინგს. (დაახლ. 397 000 ლარი).

კომისრის თანაშემწე იღებს 143, 334 ფუნტ სტერლინგ გასამრჯელოს. (დაახლ. 520 000 ლარი).

კომისრის ასისტენტი იღებს 136, 734 ფუნტ ხელფასს. (497 000 ლარი)

კომისრის ასისტენტი ლონდონში - 221, 229 ფუნტ ხელფასს. (805 000 ლარი)

კომისარი 267, 969 ფუნტი ხელფასით პირველ ადგილზეა (975 000 ლარი - თითქმის მილიონი).

image

ყველა ხელფასი მოცემულია წლიური დაანგარიშებით და ალბათ ვერავინ იდავებს, რომ დიდ ბრიტანეთში გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ (ყველაზე მაღალი) პოლიციელებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში.








პოლიცია ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში ძირითადად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში და ისვენებს 2 დღე.

image


image

პოლიციელთა მინიმალური შვებულება 23 დღეა, ხოლო ავადმყოფობის დროს გაცდენილი დღეები სრულად ანაზღაურდება.

დღესდღეობით ლონდონის პოლიციის უფროსი, ინგლისის პოლიციის კონსტაბლი და კომისარია ბერნანდ ჰოგანი, რომელიც პოლიციაში მუშაობს 1979 წლიდან (37 წლის სტაჟით).

image

image

0
307
2-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0