კინო 10 ყველაზე ლამაზი ბოლივუდელი ლამაზმანი 2016, 5 თებერვალი, 14:05 მოგწონთ თუ არა ინდური ფილმები, ბოლივუდი მაინც რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კინოინდუსტრიად. როცა საუბარი ლამაზ ქალბატონებზე მიდგება, იშვიათად თუ ახსენებენ ინდოელ ქალებს, თუცა მათ შორისაც არიან ისეთები, რომლებიც სხვა ქვეყნების ლამაზმანებს არ ჩამოუვარდებიან. ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოლივუდის ყველაზე სექსუალური მსახიობი ქალების ათეულს. 10. სანი ლეონე ნამდვული სახელი კარენ ლანჰოტრა. დაიბადა 1981 წელს, კანადაში, ინდურ ოჯახში. 13 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც მუსაობდა ჯერ ფოტომოდელად, შემდეგ კი პორნოვარსკვლავად. 2001 წელს მისი ფოტოები იბეჭდებოდა პოპულარულ ჟურნალებში Penthouse და Hustler. 2008 წელს სანი ლეონემ მონაწილეობა მიიღო ბოლივუდის ფილმში სახელწოდებით "მეკობრის სისხლი". ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფილმში მთავარ როლზე პორნოვარსკვლავი აიყვანეს. მას შემდეგ იგი კიდევ რამდენიმე ფილმში გადაიღეს. სანი ლეონეს მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო როგორც პორნოინდუსტრიაში, ასევე კინემატოგრაფიაში. 9. ჩიტრანგადრა სინგხი მან კარიერა ფოტომოდელობით დაიწყო. იყო ICICI ბანკისა და საიუველირო ბრენდ Alukkas Jewellery-ის სახე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კლიპში "Sunset Point". 2003 წელს ჩიტრანგადრა სინგხი პირველად გადაიღეს ფილმში, რასაც დიდი წარმატება მოჰყვა. დღეს იგი 40 წლისაა და მონაწილეობა აქვს მიღებული ბოლივუდის 10-ზე მეტ ფილმში. 8. ჟაკლინ ფერნანდესი წარმოშობით შრი-ლანკელი მსახიობი, მოდელი და მის შრი-ლანკა 2006-ის ტიტულის მქონე. კარიერა დაიწყო ტელეჟურნალისტობით, მოგვიანებით კი სამოდელო ინდუსტრიაში გავიდა. 2009 წლიდან იღებენ ინდურ ფილმებში. დღეისთვის გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში და მრავალი ჯილდოს მფლობელიცაა. 7. ნარგის ფაჰრი ნარგის ფაკჰრი ამერიკელი მსახიობი და მოდელია. პირველად ეკრანზე გამოჩნდა სატელევიზიო შოუში "ტოპ-მოდელი ამერიკულად", 2011 წელს კი შედგა მისი დებიუტი ბოლივუდის ფილმში "როკ ვარსკვლავი". დღეისთვის მას ბოლივუდის მრავალ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2015 წელს კი მეორეარისხოვანი როლი შეასრულა ჰოლივუდის კომედიური ჟანრის ფილმში "შპიონი ქალი". 6. ბიპაშა ბასუ ბიპაშა ბასუმ კარიერა 16 წლის ასაკში მოდელობით დაიწყო. მას ჯერ ინდოეთში იღებდნენ რეკლამებში, მოგვიანებით კი აშშ-ში. აშს-ში მის სამოდელო კარიერას საკმაოდ დიდი პოტენცია ჰქონდა, მაგრამ ბიპაშამ სამშობლოში დაბრუნება არჩია, სადაც გამოდიოდა პოდიუმზე და მონაწილეობას იღებდა რეკლამებში. 2001 წელს შედგა მისი სამსახიობო დებიუტი, რისთვისაც მიიღო კიდევ ჯილდო - Filmfare Award. დღეისთვის მას 30-ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 5. ანუშკა შარმა კარიერა დაიწყო 15 წლის ასაკში მოდელობით. კინოში მისი დებიუტი შედგა 2008 წელს ფილმით "ეს წყვილი ღმერთმა შექმნა" და პოპულარობამაც არ დააყოვნა. დღეისთვის მის ფილმოგრაფიაში 10-ზე მეტი ფილმი შედის. 4. დიპიკა პადუკონე სხვებივით მანას კარიერა მოდელობით დაიწყო, სამსახიობო დებიუტი კი 2006 წელს შედგა და მას შემდეგ მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. 2014 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო Filmfare Award-ი. დღეისთვის მას მონაწილეობა აქვს მიღებული 20-ზე მეტ ფილმში. 3. კარინა კაპური კაპურების დინასტიის შთამომავალი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. იგი მრავალი კინოჯილდოს მფლობელია. კარინას დებიუტი შედგა 2008 წელს ფილმში "გარყულები", რომელსიც მისი პარტნიორი იყო ასევე კაპურების შთამომავალი, აბჰიშეკ ბაჩანი. ამ სურათმა კარინას Filmfare Award-ი მოუტანა ქალის საუკეთესო სადებიუტო როლისთვის. მას შემდეგ მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ინდოეთში მას იცნობენ, როგორც "სტილის ხატს", იგი ასევე არის "ბოლივუდის ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი ქალი" და შესულია "ყველაზე სექსუალური აზიელი ქალების" ტოპ რეიტინგებში. 2. კატრინა კაიფი ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი, რომლის დებიუტი შედგა 2003 წელს ფილმში "ბუმი". კარინა დაიბადა ჰონგ-კონკში, ინდოელი მამისა და ბრიტანელი დედის ოჯახში. 14 წლის კარინამ კარიერა დაიწყო სარეკლამო მოდელობით. მოგვიანებოტ მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბრიტანეთში, სადაც განაგრძო სამოდელო კარიერა. დღეისთვის მას მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ ფილმში, მიღებული აქვს ჯილდოები ინგლისში, ამერიკასა და ინდოეთში. არის ასევე რამდენიმე საერთაშორისო პრემიის მფლობელიც. 1. პრიანკა ჩოპრა ამ ინდოელმა მსახიობმა მამაკაცების გული ჯერ კიდევ 2000 წელს მოიგო, როცა ვიცე-მის ინოეთის ტიტული მიენიჭა, შემდეგ კი მის მსოფლიოც გახდა. 2003 წელს სედგა მისი სამსახიობო დებიუტი ბოლივუდის ფილმში "სიყვარული ღრუბლებს ზემოთ". დღეისთვის მისი ფლმოგრავია 45-მდე ფილმს მოიცავს. იგი არის ასევე მომღერალი და მოცეკვავე, ჩაწერილი აქვს მუსიკალური ალბომები. 2015 წელს პრიანკამ მთავარი როლი მიიღო ამერიკულ ტელესერიალში "კუანტინო". იგი ასევე აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. 531 9-ს მოსწონს |
ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მერწმუნე კარინა ყველაზე მეტად მოგეწონება