საზოგადოება "აღარ მინდა ცხოვრება"... ნინი ონიანი გულახდილ პოსტს აქვეყნებს 2016, 5 თებერვალი, 8:59 25 წლის, პროფესიით ფარმაცევტი, ყველასათვის კარგად ცნობილი, სექსუალური ნინი ონიანი სულაც არ არის სინამდვილეში მსახიობი. 8-9 წლის ასაკშიც ჰქონდა რაღაც რეკლამებში გადაღებები, თუმცა კომედი შოუს ქასთინგზე მან თავი არაჩვეულებრივად გაართვა და შესანიშნავი სამსახიობო მონაცემების წყალობითა და საკმაოდ თამამი და პიკანტური როლებით, მალე შეაყვარა მაყურებელსაც თავი. დედისერთა ლამაზმანი დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს და ჯერ-ჯერობით თავისუფალია, თუმცა თაყვანისმცემლები არ აკლია.
ყველა სხვა დანარჩენი ადამიანის მსგავსად დადის კლუბში, ჰყავს მეგობრები და აქტიურობს ფბ-ზე. პერიოდულად კი გვიზიარებს საკუთარ სურვილებსა და გულის ნადებს პოსტების საშუალებით. გუშინ კი გამოაქვეყნა პოსტი, სადაც გვიმხელს თუ რატომ აღარ უნდა ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ: "აღარ მინდა ცხოვრება ქვეყანაში, სადაც არ გიფასებენ შრომას, სადაც თუ ვინმე "გავლენიანის " ნათესავი, საყვარელი, ცოლი, შვილი etc. არ ხარ, დაგენძრა.... ქვეყანაში სადაც ყველას აინტერესებს შენი ცხოვრება და ცდილობენ რაიმე სახით ცხვირი ჩაყონ და იჩიჩქნონ იქ სადაც არაა მათი ადგილი... ქვეყანაში სადაც პირდაპირობა, სითამამე, კომპლექსებით არ შეპყრობილობა, ითვლება ამორალურად... ქვეყანაში სადაც ადამიანებს გინდ წინ მოუ.....ვი გინდ უკან, აზრი არ აქვს... ქვეყანაში სადაც არავინ გიღიმის, არავინ არ გიწვდის დახმარების ხელს, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება.არადა შენ ყოველთვის იყავი ამ ადამიანების გვერდით... ქვეყანაში სადაც ყანწი და სადღეგრძელოები ითვლება კაცობათ და არა სხვა ბევრი ფასეული რამ .... ქვეყანაში სადაც Chanel თუ არ გაცვია და Rolex არ გიკეთია, ბევრი არც კი დაგელაპარაკება, ქვეყანაში სადაც თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობ იმიტომ რომ მანქანა არ გყავს და არც იმის საშუალება რომ დღეში 5 ჯერ ტაქსით იმგზავრო, გოიმი ხარ და "ტეეეეხაააავს...." ..... აღარ მინდა...................."- წერს ნინი. ამ ფოტოზე კი ნინი ონიანი 38 გრადუსი სიცხით "ქალთა სახეების" ქასთინგზე პირველად: 1206 20-ს მოსწონს |
ვინმე ჩიორაც საკმარისია, "ჩაძირული" ქვეყნების სიაში რომ ითხოვდა საქართველოს ჩაწერას.
არ წაიღო ტვინი ამ ძალად "პოპულარულმა" ქალებმა?!