x
image
K.P.
"თუ რწმენას და ადამიანობას ჰქვია სიბნელე, გვერქვას ბნელები"-იუნა შაფათავა ერთსქესიანი წყვილები ქორწინებას ეწინააღმდეგება

image
რამდენიმე დღის წინ ლგბტ პირების უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასარჩელო მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ "ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა". ამ ყველაფერმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცნობადი სახეების ნაწილი ამ ყველაფერს ეთანხმება და ამტკიცებენ, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მეორენი კი ერთსქესიანი წყვილების ქორწინებას ეწინააღმდეგებიან. იუნა შაფათავა საკუთარ მოსაზრებას სოციალური ქსელის მევეობით გვიზიარებს: "საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა ათი მცნებიდან მეშვიდე - "არ იმრუშო" -ამოვარდება და მცნება გახდება ცხრა. ეს კი, არასოდეს მოხდება. თუ ეს დაგვიჯდება ევროპაში უვიზო მიმოსვლის ფასად, და მიგრძნობს გული, რელიგიის თავისუფალ არჩევანთან ერთად, სრულწოვანების მიღწევისას, ევროპას ვერ დავემთხვევით, დაგვიჯდეს. ვიაროთ ვიზით და დავრჩეთ თვითმყოფად ერად ჩვენი მართლმადიდებლობით. თუ რწმენას და ადამიანობას ჰქვია სიბნელე, გვერქვას ბნელები და თითით საჩვენებელი ქვეყანა გავხდეთ მსოფლიოში, რომელმაც ყველაზე ჰუმანური რელიგიის მცნებები გიჟ მსოფლიოსთან ინტეგრაციისთვის არ დათმო. გადავიტანთ. ადამიანია ღმერთი და ღმერთია ადამიანი. ჩვენ ადამიანობას და ღმერთს, არ დავთმობთ." საზოგადოების დიდი ნაწილი იუნას მოსაზრებებს იზიარებს და მისდამი კომპლიმენტებსაც არ იშურებენ.imageimage

0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0