x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
კულინარიული რჩევები დიასახლისებისთვის

image


მომჭკნარი ბოსტნეულის (მწვანილის) გამოცოცხლება შეიძლება, თუ მას ჯერ ცხელ წყალში გაავლებთ, ხოლო შემდეგ ცივში.

imageკამა და ოხრახუში გამოცოცხლდება, თუ ცოტა ძმარით განზავებულ წყალში მოათავსებთ.

image

სახეხს, რომელზეც ყველის გახეხვას აპირებთ, ზეთი წაუსვით. ამის შედეგად, მას ყველი აღარ მიეკრობა და უფრო ადვილადაც გარეცხავთ.

image

თუ, მჭიდროდ დახურულ, საპურეში ცოტა მარილს მოათავსებთ, პურს ობი აღარ მოეკიდება.

image

მაიონეზის ჩანაცვლება არაჟნით მარტივად შეიძლება, ამისთვის მასში, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად მოხარშული, გახეხილი კვერცხის გული უნდა დაამატოთ.

image

როდესაც კარტოფილს ხარშავთ კანიანად, კანი ხშირად სკდება. ეს რომ არ მოხდეს, წყალში რამდენიმე წვეთი ძმარი ჩაამატეთ.

image

ძეხვის გადანაჭერზე სტაფილოს ან ლიმონის ნაჭერს თუ მოათავსებთ, ის დიდი ხნის მანძილზე არ გაფუჭდება.

image

მაგარი ხორცის ნაჭერის ძმარში ჩალბობის შემთხვევაში, ის რბილდება.

imageტოლმა რომ ქვაბის ძირზე არ მიიწვას, ვიდრე მოსახარშად ჩაალაგებთ, ქვაბის სახურავზე უფრო პატარა სახურავი ჩადეთ ქვაბში, ზემოდან კომბოსტოს ფოთლები დააფინეთ, ხოლო ამ ფოთლებზე ტოლმა დაალაგეთ.

imageკოტლეტი, თევზი, ხორცი ან ბლინი ტაფას რომ არ მიეკრას, გახურებული ტაფა უმი კვერცხის ცილით გაწმინდეთ.

imageგემრიელი რძიანი ფაფის მოსამზადებლად, წყალში უნდა მოხარშოთ მარცვლეული (ბრინჯი, ხორბალი) ან ბურღულეული, შემდეგ დაამატოთ ადუღებული რძე და ხარშვა გააგრძელოთ.

image

ერბოკვერცხი ფუმფულა რომ გამოვიდეს, 1 ჭიქა კვერცხს დაამატეთ 2 სუფრის კოვზი წყალი და კარგად ათქვიფეთ.

imageკვერცხის ცილა უფრო სწრაფად რომ აითქვიფოს, თქვეფის დაწყებამდე მაცივარში უნდა გააციოთ და როდესაც გამოიღებთ, ცოტა მარილი ან რამდენიმე წვეთი ლიმონი დაამატოთ.

კვერცხის გულს კი პირიქით – სითბო და შაქარი უყვარს.

imageიმისთვის, რომ ხორცს შეწვის შემდეგ ოქროსფერი ქერქი ჰქონდეს, შეწვამდე თაფლი უნდა წაუსვათ.

imageშემწვარი ღვიძლი რბილი იქნება, თუ შეწვის წინ, შაქარს მოაყრით.

imageკვერცხი ხარშვის დროს რომ არ დასკდეს, მოხარშვის წინ, ცივ წყალში უნდა გარეცხოთ.

image

ღია ქვაბში ხარშვის დროს, იკარგება ვიტამინების 20%, ხოლო დახურული ქვაბში ხარშვისას – მხოლოდ 5%.

imageლიმონიდან მეტი წვენი რომ გამოწუროთ, გაჭრის წინ, მოათავსეთ 5 წუთით ცხელ წყალში.

image

ნუ გადაყრით ტკბილი წიწაკის თესლს, მისი მომზადების დროს. მოაგროვეთ და გააშრეთ. ზამთარში ეს თესლი შეგიძლიათ სადილის მომზადებისას გამოიყენოთ. თესლი უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე წიწაკა და კერძს სასიამოვნო არომატს აძლევს.
imageრძე, ხარშვის დროს, ქვაბის ფსკერზე რომ არ მიიწვას, ქვაბი რძის ჩასხმამდე, ცივი წყლით უნდა მოავლოთ და რძე საშუალო ცეცხლზე დადგათ.

imageბოსტნეული უნდა გარეცხოთ და დაჭრათ, უშუალოდ, კერძის მომზადების პროცესში.

image

სტაფილოს კარგი გემო რომ ჰქონდეს, ის მხოლოდ 5-10 წუთის მანძილზე უნდა ხარშოთ.

image

ბოსტნეული მაღალ ცეცხლზე უნდა მოხარშოთ და მარილი ბოლოს დაამატოთ.

imageმოხარშული ბრინჯი ფანტია რომ იყოს, მოხარშვის წინ, 30 წთ. ცივ წყალში უნდა დაალბოთ.

imageმარილი ჭურჭელში რომ არ დანესტიანდეს, მასში რამდენიმე მარცვალი ბრინჯი უნდა ჩააგდოთ.

imageბრინჯი ხარშვის დროს რომ არ ჩაიშალოს, მოხარშვამდე, ცოტა უნდა მოხალოთ. მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში, ზომაში დიდად არ გაიზრდება.

imageრძე გაცხელების დროს რომ არ გადმოვიდეს, ერთი ნატეხი შაქარი უნდა ჩააგდოთ და ყოველ 3 წუთში ერთხელ მოურიოთ.

imageმოხარშული ბრინჯი ან მაკარონი ერთმანეთს რომ არ მიეწებოს, წყალში ცოტა ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი უნდა დაამატოთ.

imageთუ გინდათ რომ მოხარშული ბოსტნეული გემრიელი იყოს, ის წყალში ადუღების შემდეგ უნდა მოათავსოთ, ხოლო თუ გინდათ რომ ბულიონი იყოს გემრიელი, მაშინ ხარშვა ცივ წყალში უნდა დაიწყოთ.

image

თუ ყინულის გამოყენებას კოკტეილისთვის აპირებთ, ყინულის თითოეულ ფორმაში, ალუბლის კომპოტის ან მურაბის თითო კენკრა მოათავსეთ, დაასხით წყალი და ფორმა საყინულეში მოათავსეთ. ყინულის ასეთი კუბიკები ძალიან ეფექტურად გამოიყურება.

image

გამოუყენებელ ხახვს, გადანაჭერზე ცხიმს თუ წაუსმევთ – ხახვი არ გაფუჭდება და ვიტამინებსაც არ დაკარგავს.

imageარაჟანს ცოტა რძეს თუ შეურევთ, კერძზე დასხმის შემთხვევაში, არ შედედდება.

imageგახსნილი ტომატი ქილაში რომ არ ამჟავდეს და ზედაპირზე ობი არ მოეკიდოს, სუფრის მარილი მოაყარეთ და ზეთი მოასხით.

image

მოხარშული კვერცხი ადვილად რომ გაიფცქვნას, ხარშვის დროს, წყალში ცოტა მარილი ჩაამატეთ.

image

გაზქურას ჟანგი რომ მოაცილოთ, ცხელი ზეთი დაასხით და გაწმინდეთ.

image

სამზარეულოში, თუ კერძის მომზადების შემდეგ სუნი დარჩა, ტაფაზე ცოტა ძმარი დაასხით და ცეცხლზე იქამდე გააჩერეთ, ვიდრე ძმარი არ აორთქლდება.

imageგაზქურაზე ცხიმიანი ლაქების მოსაცილებლად, ლაქაზე საკვები სოდა მოაყარეთ და ნიშადურის სპირტიანი (რამდენიმე წვეთი ჩაასხით 1 ჭიქა წყალში) წყლით გაწმინდეთ.

image

სახეხი თუ დაჩლუნგდა, ზუმფარის ქაღალდით (“შკურკა") გაწმინდეთ.

imageღუმელში ჭუჭყიანი ადგილი ადვილად იწმინდება, თუ მას ნიშადურის სპირტით დაამუშავებთ და ერთი ღამით ასე გააჩერებთ. დილით ჭუჭყი უბრალო ღრუბლის გადასმოთ მოსცილდება.

imageთუ ხორცის საკეპი მანქანის დანები დაჩლუნგდა, ორცხობილა გაატარეთ მანქანაში. შედეგად, დანები გაილესება და საფანელს მიიღებთ კოტლეტისთვის.

imageთუ თერმოსში “უცხო” სუნი გაჩნდა – ჩაყარეთ მასში 2 კოვზი ბრინჯი, დაასხით წყალი და რამდენჯერმე შეანჯღრიეთ, ეს წყალი გადაღვარეთ და ცხელი წყლით გამოავლეთ.

0
612
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
612
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0